ნოტოზავრი
ნოტოზავრი – თარგმანით „ყალბ, ფალსიფიცირებულ ხვლიკს” აღნიშნავს და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ მტაცებელთა სახეობას ქორდიანთა ტიპის Sauropsida-ს კლასის,ზღვის და ხმელეთის ხვლიკებისა,რომლებიც დედამიწაზე შუა ტრიასულ პერიოდში 240-210 მილიონი წლების წინ ბინადრობდენ. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ძირითადად გავრცელებული იყვნენ რუსეთის,ჩინეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე და იკვებებდოდნენ თევზებით.სიგრძით სამ მეტრამდე იზრდებოდნენ,თუმცა მისი ზოგიერთი სახეობა,მაგალითად ისეთი როგორიც იყო “Nothosaurus giganteus” სიგრძით 6 მეტრამდეც კი იზრდებოდა.თავდაპირველად “ნოტოზავრი” აღწერილ იქნა 1834 წელს მიუნსტერის მიერ.ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად ბასრი დიდი კბილებით,რაც მათ მსხვერპლზე ნადირობაში დიდ დახმარებას უწევდა.გარდა ამისა,მისი მოგრძო კიდურები ნოტოზავრებს დახმარებას უწევდა არა მარტო ცურვის დროს,არამედ ხმელეთზე გადაადგილების დროსა.ჰქონდა გრძელი და მოქნილი კუდი,სხეული და კისერი.კუდი დიდ დახმარებას უწევდა ცურვის დროს.ისინი ძირითადად ბინადრობდნენ სანაპირო წყლებში,კლდოვანი გამოქვაბულების სიახლოვეს. (ავტორი გენია.ჯი) არის მოსაზრება რომ დედალი ნოტოზავრები კვრეცხს,თანამედროვე ზღვის კუს მსგავსად სანაპირო ქვიშაში ფლავდა სადაც იბადებოდნენ კიდეც პატარა ნოტოზავრები.როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან ევოლუციის შედეგად “ნოტოზავრთა” ერთ-ერთი სახეობამ,საწყისი დაუდო პლეიოზავრების გავრცელებას დედამიწაზე (ჯგუფი ზღვის გიგანტური რეპტილიებისა).