ვალტერ ქანთარია – “გარდაცვალება – არ ნიშნავს სიკვდილს!”

თუ შენი გენი შენს შემდეგ ხარობს,

თუ შენი ჯიში მზის ქვეშეთს გასცქერს,

შენს სამშობლოში თუ დარი დარობს,

თუ უბატონოდ ხმას ვერვინ გაგცემს,

თუ შოთას სულით შენ ჯილაგს ზრდიან,

თუ თამარს,დავითს უნთებენ სანთელს,

თუ მტერი ფლიდი ვერ გაძლევს ზიანს,

თუ მართლა ძმად გთვლის ქართველი ქართველს,

მაშინ იმედი არ უნდა მოკვდეს,

უნდა ირწმუნო და ნუღარ გიკვირს,

გარდაიცვალო – არ ნიშნავს მოკვდე,

გარდაიცვალო – არ ნიშნავს სიკვდილს!