ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ყვავები ჭვავის ყანაში”
“ყვავები ჭვავის ყანაში” - ინგლისურ ენაზე “Wheatfield with Crows”,წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-იმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები),მიერ 1890 წლის ივლისში დახატულ შედევრ ტილოს და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს გოგენის შემოქმედებისა.იგი შესრულებულ იქნა ტილოზე,ზეთის საღებავით და სურათის ზომებია: სიმაღლე 53 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 105 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტილოს დახატვას გოგენი 1890 წლის 10 ივლისს მორჩა,19 დღით ადრე,ვიდრე იგი გარდაიცვლებოდა ოვერ-სიუზ-უაზში (მუნიციპალიტეტი საფრანგეთში).არის ვერსია,რომ ვან გოგმა სიცოცხლე ამ ტილოზე მუშაობის დროს თვითმკვლელობით დაასრულა; აღნიშნული ფინალური ვერსია მხატვრის სიცოცხლისა წარმოდგენილ იქნა 1956 წელს,ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის – ვინსენტ მინელის მიერ გადაღებულ კინოფილმში “სიცოცხლის წყურვილი”,რომელიც გამოჩენილი ამერიკელი მწერლის ირვინგ სტოუნის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნა გადაღებული და მთავარი როლი ვინსენტ ვან გოგისა,შეასრულა დიდმა ამერიკელმა მსახიობმა კირკ დუგლასმა.კინოფილმში აღწერილ ვერსიაში ვინსენტ ვან გოგი თავს იარაღის გასროლის შედეგად,სწორედ აღნიშნული ტილოს დასრულების შემდგომ,ამავე ტილოზე გამოსახულ ხორბლის ყანაში იკლავს.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ვერსიიის სიმართლე დღემდე არაა დადგენილი და შესაბამისად მხოლოდ თეორიულ მოსაზრებად ითვლება.დიდი ხნის მანძილზე ვინსენტ ვან გოგის უკანასკნელ ნამუშევრად “ყვავები ჭვავის ყანაში მიიჩნეოდა”,თუმცა როგორც თავად გენიალური მხატვრის წერილების კვლევებისას გაირკვა,მისი უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ “ჭვავის ყანა”,თუმცა ამ ვერსიასაც სრულად სარწმუნოდ ბევრი მკვლევარი არ მიიჩნევს. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით,ვინსენტ ვან გოგის გენიალური ნამუშევარი – “ყვავები ჭვავის ყანაში”,სადაც ფერთა გამის საოცარი სინთეზია და ერთგვარი სევდიანი სიუჟეტის შემცველია,დაცულია ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში,”ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში” და დღემდე აოცებს დამთვალიერებელს.