“სიბრძნის სახლი”
“სიბრძნის სახლი” - არაბულ ენაზე “ბეით ალ-ჰიმკა”,დაარსებულ იქნა IX საუკუნის 20-იან წლებში,ბაღდადში (თანამედროვე ერაყის დედაქალაქი),ბაღდადის აბასიდთა დინასტიის ხალიფას ალ-მამუნის (786-833 წლები) მიერ.ალ-მამუნი ცნობილი გახლდათ მეცნიერების დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებით “მუთაზილიტების” (რაციონალური მიმდინარეობის მიმდევრები ადრინდელ მუსულმანურ თეოლოგიაში) სწავლებებით.მიზეზი “სიბრძნის სახლის” დაარსებისა,გახლდათ მდიდარი ფაქტობრივი მასალების შეგროვება მუთალიზიდების მოძღვრებისა.გარდა ამისა იქ უნდა გამართულიყო დებატები თეოლოგიურ და ფილოსოფიურ საკითხებში.ამ მიზეზთა გამო “სიბრძნის სახლი” ერთგარად გახდა მუთალიზიდური ხედვების მიმდევართა უსაყვარლესი ადგილი.ბაღდადის,შუა აზიისა და ირანის იმ ეპოქის საუკეთესო მეცნიერები იქნა მიწვეული ხალიფას მიერ “სიბრძნის სკოლაში”.ამ უდიდეს სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებას სათავეში საჰნ იბნ ჰარუნი ჩაუდგა.იქვე იქნა დაარსებული მსოფლიოში ცნობილი “ჰიზანატ ალ-ჰიმკას” უნიკალური ბიბლიოთეკა.გარდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისა,ქივე მიმდინარეობდა ძველინდური,ძველბერძნული და სხვა ქვეყნების მეცნიერული ნაშრომების არაბულ ენაზე თარგმნა. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით დიდი ყურადღება ამ მხრივ ასტრონომიულ სამეცნიერო შრომების თრგმნებს ექცეოდა.ალ-მამუნისვე ბრძანების საფუძველზე ბიზანტიაში მივლენილ იქნა სპეციალურად ელჩები,რათა მათგან ნებისმიერი (გამოსყიდვის) გზით მიეღოთ ფასეული ხელნაწერები ამა თუ იმ მეცნიერებების შესახებ.თარჯიმანთა განყოფილებას სათავეში ჩაუდგა იმ პერიოდის დიდი ლინგვისტი,პროფესიით ექიმი – ჰუნაინ იბნ ისხაკ ალ-იბადი,რომელიც შესანიშნავად ფლობდა ოთხ უცხო ენას,მათ შორის ბერძნულ და სირიულ ენებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბაღდადის ხალიფამ ალ-მამუნმა,ყოველი თარგმნილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისათვის სპეციალური ოქროს ჯილდოები დააწესა,რამაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ლინგვისტებისა,ეთარგმნათ არაბულ ენაზე სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომები.ცნობილია ისიც,რომ ყველაზე მეტი ოქროს ჯილდო,სწორედ ალ-იბადის ერგო,რომელმაც არაბულ ენაზე თარგმნა პლატონის,არისტოტელესა და სხვა გენიოსების სამეცნიერო და ფილოსოფიური ნაშრომები.ფაქტიურად ბაღდადში ხალიფა ალ-მამუნის მფარველობის ქვეშ მყოფი “სიბრძნის სახლი” უდიდეს საგანმანათლებო,სამეცნიერო და ინტელექტუალურ ცენტრად იქცა არა მარტო აღმოსავლეთში,არამედ მსოფლიოშიც კი.ამ უდიდეს დაწესებულებაში სხვადასხვა ეპოქებში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები,როგორებიც იყვნენ ალ-კინდი,ალ-მარვაზი,ალ-ფარგანი და სხვა გენიოსები. (ავტორი გენია.ჯი) 1258 წლის 12 თებერვალს,მონღოლთა ყაენის ჰულაგუს მიერ ბაღდადის აღების შემდგომ “სიბრძნის სახლი” სრულიად იქნა განადგურებული დამპყრობელთა მახვილის მიერ.ხოლო რაც ყველაზე სამწუხაროა,”სიბრძნის სახლის” უნიკალურ ბიბლიოთეკაში არსებული უძვირფასესი წიგნები და ხელნაწერები კი მდინარე ტიგრში იქნა გადაყრილი.ასე სავალალოდ შეწყვიტა არსებობა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრმა საბოლოოდ ფუნქციონირება.
“სიბრძნის სახლის” სულისჩამდგმელი და მფარველი ალ-მამუნი