“მეშრეპი”
“მეშრეპი” - ინგლისურ ენაზე “Meshrep”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ სახელწოდებით “მეშრები”,წარმოადგენდა აღმოსავლეთ თურქესტანის (ისტორიული სახელწოდება რეგიონისა,ცენტრალურ აზიაში.თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე,რომელსაც დღეს სინძიანის სახელწოდებით მოიხსენიებენ) მკვიდრი მოსახლეობის – უიგურების,ერთ-ერთ ოფიციალურ “თემურ” სტრუქტურას. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად იგი ერთგვარი საბჭო იყო,დაკომპლექტებული მამაკაცთა საბჭოს – ოთუზ ოგუპისაგან და მათი უმთვარესი დანიშნულება გახლდათ – მაჰალიებში მაცხოვრებელი თემების (ისლამურ ქვეყნებში,ქალაქის ის ნაწილი,რომლის მოსახლეობა ანხორციელებს ადგილობრივ თვითმართველობას),ლოკალური პრობლემების გადაწყვეტა.შესაბამისად აღნიშნულ სტრუქტურას უდიდესი დანიშნულება გააჩნდა აღმოსავლეთ თურქესტანში მაცხოვრებელი უიგურებისათვის და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლსაც თამაშობდა.თანამედროვე პერიოდში მერშეპი,არაოფიციალური დანიშნულების შეხვედრებადაა ცნობილი,სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან.ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უიგურთა თემების ურთიერთობას ერთმანეთთან და იქვე უცვლიან ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებზე.ასეთი შეხვედრების დროს იმთავითვე ტარდებოდა სპეციალური “მეშრეპას რიტუალი”,რომელიც დღევანდლამდე დეტალურად იქნა შემონახული. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ უიგურთა ეთნიკურ სამშობლოში,რომელიც დღეს ჩინეთის შემადგენლობაშია “მეშრეპი” ოფიციალურად იქნა აკრძალული ჩინეთის ხელისუფლების მიერ,რადგან ჩინეთის უმაღლეს ხელისუფლებაში ასეთ შეკრებებს,რეგიონისა და საერთოდ ჩინეთის საფრთხედ აღიქვამენ.