ბაბო დადიანი „ოჯახის შესახებ”
„ოჯახი ადამიანის გამომჩენია, მისი კარგის მაჩვენებელია. სახლის გარეგნობაც კი თვალსაჩინოდ ჰყოფს იქ მცხოვრების ვინაობას, ჩემთვის საკმარისია თვალი გადავავლო სახლის გარეგნობას და მაშინვე მოგახსენებთ, რა თვისების კაცია მისი პატრონი: მუყაითი, მშრომელი, მოყვარული თავისი ოჯახისა, თუ უქნარა, მცონარა და გამფლანგავი.
რა არის ოჯახი, ბინა? ოჯახი კაცისთვის ის პატარა ქვეყანაა, რომელსაც სავსებით მფლობელობს. თითოეულ საგანს აზის დაღი პატრონის ავ-კარგიანობისა, მისი შრომისა და მზრუნველობის.
არა მარტო ჩემი ღირსების დასაცავად, არამედ ჩემივე სიამოვნებისთვისაც, განუწყვეტლივ უნდა ვცდილობდე, რომ ბინა სუფთა, შნოიანი და ოჯახი მყუდრო იყოს.
როგორც ყოველთვის ყოფილა საქართველოში, უწინ ქალი აფაქიზებდა გარემოს. მამაკაცთა ზნეობრივ მხარეში რაიმე მიუღებელს ფესვებშივე აქრობდა ისე, როგორც ქვეყნისათვის მავნებლურ უთანხმოებას…
რადგან უთანხმოება ოჯახში ნიშნავს უთანხმოებას ქვეყანაში.
ღირსება ოჯახში ნიშნავს ქვეყნის ღირსებას”. (ავტორი გენია.ჯი)