კიმ უნგ-იონგი
კიმ უნგ-იონგი დაიბადა 1963 წლის 7 მარტს,სამხრეთ კორეაში და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გასაოცარი გონების მქონე ვუნდერკინდს,რომელიც “გინესის რეკორდების” წიგნში მოხვდა,როგორც საუკეთესო ინტელექტუალურობის მქონე ბავშვი (მისი ინტელექტუალურობის IQ-ის კოეფიციენტი შეადგენდა 210-ს).
3 წლის ასაკის მქონე კიმს,შეეძლო მოესმინა და გაეგო საუნივერსიტეტო დონის ლექცია,რაც არაერთხელ გაუკეთებია კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) 1967 წლის 2 ნოემბერს,4 წლის ასაკში უნგ-იონგმა,იაპონური ტელევიზიის Fuji TV-ის ეთერში ამოხსნა მისი ასაკისათვის ნამდვილად ურთულესი მათემატიკური ამოცანები,რითაც არა მარტო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გააოგნა მეცნიერები,არამედ მთელ მსოფლიოშიც კი.5 წლის ასაკში კიმი 4 ენას ფლობდა და შეეძლო გადაეწყვიტა მათემატიკური ანალიზის მქონე დავალებები.8 წლის ასაკში მიწვეულ იქნა NASA-ს მიერ ამერიკაში,რათა მას სწავლა განეგრძო კოლორადოს შტატის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.12 წლის ასაკში იგი “ვეგეტარიანელი” ხდება და მას შემდეგ ამ ტრადიციისათვის არ უღალატია.15 წლის კიმ უნგ-იონგი კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებების დოქტორი ხდება და ამავე დროს NASA-ში იწყებს მუშაობას.1978 წელს იგი ამერიკიდან სამშობლოში ბრუნდება სადაც მუშაობას იწყებს ჩუნგბუკის ეროვნულ უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი) დღემდე,კიმ უნგ-იონგს 100-მდე უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი და გამოქვეყნებული,და კვლავაც აქტიურად არის ჩართული მეცნიერებაში.