დეკანოზი თავმას ჩოხელი – “შავჩოხიანო ვაჟკაცო”
შავჩოხიანო ვაჟკაცო,
ვინ დაგაჩნია იარა,
შენი სამშობლოს ველებზე,
მტერმა თუ ჩამოიარა.
***
მარაბდას ბრძოლის ყიჟინით,
ვინ ქროდა ქართან ზიარად,
სამშობლოსათვის
დაღვრილ სისხლს
ან მიწა ვით ეზიარა.
***
როგორ იცავდი ლეჩაქსა,
ქართველი დის და დედისა,
მამულს სიცოცხლეს სწირავდი,
ვაჟო,რჩეულო ბედისა.
***
როგორ ღებავდი წითლადა,
მტრის სისხლით ჩოხის კალთებსა,
ეგ სატევარი ბრძოლაში
ზე როდის აღიმართება.
***
ადექ,გვიამბე კრწანისზე
როგორ ებრძოდი მომხდურებს,
იქუხე ომახიანად,
რომ გულს სიმღერა მოსწყურდეს.
***
წმინდა გიორგი გფარავდეს,
შვილო ქართველი ერისა,
შავჩოხიანო ვაჟკაცო,
ქართულ ჯიშის და გენისა.