ტიპპი დეგრე – “გოგონა მაუგლი”
ფრანგი ფოტოგრაფები – სილვია რობერტი და ალენ დეგრე,რომლებმაც კალაჰარის უდაბნოში მუშაობისას გაიცვნეს ერთმანეთი (უდაბნო აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში),მალევე დამეგობრდნენ,რაც შემდეგ სასიყვარულო რომანში გადაიზარდა და მათ მალე პატარა ქალიშვილი შეეძინათ,რომელსაც ცნობილი ამერიკელი მსახიობი ქალის – ტიპპი ჰედრენის სახელი – ტიპპი დაარქვეს.მშობლები,რომლებიც სპეციალური მივლინებით იმყოფებოდნენ კალაჰარის უდაბნოში,აფრიკის ულამაზესი ფლორისა და ფაუნის ფოტოების გადასაღებად,სამი კვირის ჩვილიც თან იახლეს. (ავტორი გენია.ჯი) ათი თვის გოგონა ულამაზეს ფლორისა და ფაუნის შუაგულში იზრდებოდა.გარდა ამისა ის დაუახლოვდა ადგილობრივი სხვადასხვა ტომის ბავშვებს,რომლებმაც მას,ბუნებასთან მისივე უჩვეულოდ სიახლოვის გამო – “ოკანტი”,დაარქვეს.ასე კი ისინი გეპარდებს მოიხსენიებდნენ.ამავე ასაკში (ათი თვის ჩვილი),ყველასდა გასაოცრად დაიმეგობრა აფრიკულმა 28 წლის სპილომ,სახელად – აბუმ.როდესაც მათი მეგობრობის შესახებ ადგილობრივებმა გაიგეს გაოგნებისაგან მხოლოდ ეს სიტყვებიღა აღმოთქვეს: “ნუთუ შესაძლოა ისეთი სახიფათო ცხოველი როგორიც აბუა,ჩვილი გოგონას თავდადებული გულშემატკივარი და მცველი გახდეს?” ევროპელები,კი მშობლებს აკრიტიკებდნე,იმის გამო რომ მათ საკუთარი მცირეწლოვანი შვილი “გარეული ცხოველების” ხელში არ უნდა ჩაეგდოთო.თუმცა აბუ ბავშვის მეგობარი და მფარველი გახდა და მერე როგორი.იგი პატარა ტიპის გვერდიდან არ იცილებდა,თუ სადმე მიდიოდა ზურგზე შეისვამდა ან კიდევ ხორთუმით ატარებდა და მასთან ერთად მდინარეში ბანაობდა კიდეც.როდესაც ბავშვი იძინებდა,აბუ მას გვერდზე უწვებოდა და პატარას მწერებისა და ქვეწარმავლებისაგან იცავდა.როდესაც ბავშმა ლაპარაკი ისწავლა,აბუს “საკუთარი ძმა” უწოდა და ამ სახელით მიმართავდა.პატარა ასაკიდანვე ტიპპი გარე-ბუნების თითქმის ყველა ცხოველთან და თქვენ წარმოიდგინეთ ქვეწარმავლებთანაც კი პოულობდა “საერთო ენას” მათი ინსტიქტების გამოყენებით.მას არანაირი შიში არ გააჩნდა ისეთი მტაცებლებისაც კი როგორებიც იყვნენ ლომები,ლეოპარდები და სხვა მტაცებლები.ტიპი არაერთხელ მიუწვევიათ თავისთან ადგილობრივი ტომების – ჰიმბას,ბუშმენებისა და კარაპუზების ხალხს.მიუხედავად იმისა,რომ ბავშვი თავისი მოდგმის ხალხთან იყო,გული მაინც გარეული ცხოველებისაკენ მიუწევდა.იყო რამდენიმე შემთხვევა,როდესაც სხვადასხვა მტაცებელმა (მაგალითად ლეოპარდებმა),ადგილობრივი მაცხოვრებლების ბავშვებზე მოაწყვეს თავდასხმა.თუმცა საბედნიეროდ იმ მომენტში ტიპპი მათ სიახლოვეს აღმოჩნდა და ლეოპარდებს ბავშვები უვნებლად მიატოვებინა. (ავტორი გენია.ჯი) მოსახლეობა კი კიდევ უფრო იმ ფაქტმა გააოცა,როცა მისი ეგრეთწოდებული ჟესტები იხილეს მტაცებელი ლეოპარდის მიმართ,რომელიც თითქოსდა დატუქსულივით უგდებდა ყურს გოგონას და შემდეგ ისევე უცებვე გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა.ტიპპი გარდა აბუსი,”მეგობრობდა” ქამელეონთან,რომელსაც ლეონს უწოდებდნენ,ლომთან სახელად მუფაზთან,ბაყაყ გოლიათთან და პითონებთანც კი.როგორც თავად ტიპპი აცხადებს,მისი უმთავრესი სურვილი ამ სამყაროში ცხოვრება იყო,ხოლო მიზანი გარეული ცხოველების დახმარება.