“სკეპტიკოსთა საზოგადოება”
“სკეპტიკოსთა საზოგადოება” - ინგლისურ ენაზე “The Sceptics Society”,წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას,რომელიც მიმართულია სამეცნიერო სკეპტიციზმის პოპულარიზაციისაკენ და გამოდის ფსევდომეცნიერების,ცრურწმენისა და ირაციონალური რწმენის წინააღმდეგ.
თავდაპირველად აღნიშნული ორგანიზაცია ჩამოყალიბებულ იქნა,როგორც ლოს-ანჯელესის სკეპტიკოსთა საზოგადოება,რათა მათ შეეცვალათ სამხრეთ კალიფორნიის სკეფტიკოსთა ჯგუფი,რომელიც უკვე აღარ არსებობდა.1992 წლის გაზაფხულზე,მათ გამოსცეს ჟურნალი,სახელწოდებით “Sceptic”,რომელმაც დიდი მოწონება და აღიარება ჰპოვა მკითხველში.შესაბამისად მათი ავტორიტეტიც გაიზარდა,რასაც მათი რიგების შევსებაც მოყვა. (ავტორი გენია.ჯი) “სკეპტიკოსთა საზოგადოება” ჯერ ეროვნული მასშტაბით მოღვაწეობდა,ხოლო მოგვიანებით კი საერთაშორისო ორგანიზაციადაც იქცა.იგი დაარსებულ იქნა 1992 წელს,თუმცა იმ პერიოდში ოფიციალური აღიარება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისა არ მიუღიათ.2008 წლისათვის ამ ორგანიზაციაში უკვე 55 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული.მათ შორის არიან ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიცაა: დიდი ამერიკელი ასტროფიზიკოსი – ნილ დეგრას ტაისონი,ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი (ინჟინერი) – ბილ ნაი და გამოჩენილი ინგლისელი ბიოლოგი – კლინტონ რიჩარდ დოკინზი.აღნიშნული ორგანიზაცია არ გახლავთ დაკავშირებული რაიმე სახის დოგმატიზმებზე.როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები მიიჩნევენ,სკეპტიციზმი არის მეთოდი და არა პოზიცია და ისინი უარყოფენ ყოველივეს რისი დასაბუთებაც დღემდე ვერ მომხდარა.2007 წელს “სკეპტიკოსთა საზოგადოება”-ს მიენიჭა ოფიციალური სტატუსი და იგი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი გამოსცემენ ჟურნალებს,შეისწავლიან და იკვლევენ ამა თუ იმ საკითხებსა და თეორიებს,რომელთა რეალურობაშიც ეჭვი შეაქვთ.ავრცელებენ ლექციებს აუდიო სიდების მეშვეობით,სადაც ფართოდ ავრცელებენ ამა თუ იმ ხედვას “სკეპტიკოსთა საზოგადოებისა”.აწყობენ თემატურ კონფერენციებს და ასე შემდეგ.ფაქტიურად აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად დაკავებულია სხვადსხვა თემებისა თუ საკითხების კვლევა-შესწავლით,რომელსაც შემდეგ ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.