ფერდინანდ ვიქტორ ეჟენ დელაკრუა – “სარდანაპალის სიკვდილი”
“სარდანაპალის სიკვდილი” - წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და გრაფიკოსის - ფერდინანდ ვიქტორ ეჟენ დელაკრუას (1798-1863 წლები) მიერ 1827 წელს დახატულ ისტორიული სიუჟეტის მქონე შედევრ-სურათს. იგი შესრულებულ იქნა ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით. სურათის სიგანე შეადგენს 496 სანტიმეტრს, ხოლო სიმაღლე 392 სანტიმეტრს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიუჟეტი მხატვარმა დიდი ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსის ჯორჯ გორდონ ბაირონის დრამისგან, სახელწოდებით “სარდანაპალი”-საგან შეარჩია, თუმცა მასში დელაკრუამ რამდენიმე პერსონალური ცვლილება შეიტანა. ლეგენდა მითიური ასურეთელი მეფის – სარდანაპალის შესახებ მოგვითხრობს მის ძალიან ცუდ მმართველობაზე, რამაც გამოიწვია კიდეც ასურეთის სამეფოს მაცხოვრებელ ხალხთა აჯანყება ხელისუფლების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც სარდანაპალმა ვერ შესძლო აჯანყების ჩაქრობა, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა. სურათზე სწორედ ეს სიუჟეტია ასახული. გარდა ამისა, მასზე გამოსახულია მონარქის მიერ გაცემული ბრძანების მომენტი, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად უნდა მოეკლათ სარდანაპალის საყვარელი ქალი, ცხენი და ძაღლი. და ეს ყოველივე ხდება მანამ, სანამ თავად ჩაიდენდესს სუიციდს. მას სურს დარწმუნდეს, რომ მისთვის საყვარელი არსებები მასთან ერთად იღუპებიან. ამასთანავე სარდანაპალი გასცემს ბრძანებას ქვეშევრდომებმა პირწმინდად გაანადგურონ ყველა მისი საგანძურიც. (ავტორი გენია.ჯი) ეჟენ დელაკრუა წერდა, რომ სარდანაპალის სახე გაფრთხილება და მაგალითი უნდა იყოს მათთვის, ვინც თავის ცხოვრებას სიკეთის კეთებასა და კეთილშობილებას არ მიუძღვნიან. სურათზე გამოსახული სარდანაპალი, მიუხედავად უსასტიკესი ბრძანების გაცემისა, მაინც მოსუსტებული სახითაა გამოსახული, თუმცა-კი აღვირახსნილი”ორგიის” თანხლებით. აქვე შევნიშნავ, რომ ორგიები მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. მეფის უკანა მხარეს გამოსახული ალმოდებული და კვამლში გახვეული კოშკი ერთგვარი სიმბოლოა სარდანაპალის განადგურებული სამეფოსა, რომლის ბედიც, როგორც ჩანს, სიკვდილის წინ მისთვის ამაღელვებელი ნამდვილად არ არის. სურათზე დატანილი სპილოს თავი, რომელსაც ეშვები მომტვრეული აქვს, ერთგვარად სიმბოლიზირდება სარდანაპალის ძალაუფლების დაკარგვასთან.
თავდაპირველად აღნიშნული ტილო წარმოდგენილ იქნა ფართო საზოგადოებისათვის – ლუვრში 1827-1828 წლებში. თუმცა კრიტიკოსთაგან დიდი უკმაყოფილება დაიმსახურა, რადგან ავტორის მიერ პერსონალური მხედველობით გამოსახული სიუჟეტი არასწორ ინტერპრეტაციად და ისტორიულ შეცდომად იქნა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, უკმაყოფილება იქნა გამოთქმული სურათზე გამოსახული სასტიკი სიუჟეტის გამოც. დღესდღეობით, ეჟენ დელაკრუას გენიალური ნამუშევარი – “სარდანაპალის სიკვდილი”, ლუვრის უნიკალურ მუზეუმშია დაბინავებული. – (ავტორი გენია.ჯი)