ბჰასკარაჩარია – “ბჰასკარა II”
ბჰასკარა II - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც“ბჰასკარაჩარია”,დაიბადა 1114 წელს ინდოეთში და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს ინდოელ მოაზროვნეს,მათემატიკოსსა და ასტრონომს XII საუკუნისა.სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ინდოეთის ქალაქ უდჯაინში,ცნობილი ობსერვატორიის დაარსება. (ავტორი გენია.ჯი) სახელი ბჰასკარა II,მას იმის განმასხვავებლად უწოდეს,რომ ანალოგიური სახელის მქონე ბჰასკარა (600-680 წლები),კიდევ არსებობდა ინდოეთის ისტორიაში და ისიც უდიდესი მათემატიკოსი და ასტრონომი გახლდათ.შესაბამისად მას მოიხსენიებენ,როგორც ბჰასკარა I-ს.მის მიერ დაწერილი ნაშრომებიდან,გამოყოფენ შემდეგ შრომებს: ტრაქტატი “სიდჰანტა-შირომანი”,იგივე “სწავლების გვირგვინი”,რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგება; “ლილავატი”,რომელიც მოიცავს მათემატიკის მეცნიერებას; “ბიჯდაჰანიტა”,რომელიც მოიცავს ალგებრას და “გრანდჰაგანიტა”,რომელიც მოიცავს ასტრონომიას,კერძოდ პლანეტების მოძრაობის თეორიას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბჰასკარა II მიიჩნევა ერთ-ერთ უძველეს და პირველ ავტორად “მუდმივი ძრავის” პროექტის შექმნისა.მის მიერ დაწერილი ნაშრომი მათემატიკის მეცნიერების შესახებ “ლილავატი”,აზიის მრავალ ქვეყანაში,სამაგალითო სახელმძღვანელოდ მიიჩნეოდა გამოთვლების ტექნიკაში,მრავალი საუკუნის მანძილზე. (ავტორი გენია.ჯი) გარდა მეცნიერებისა იგი წერდა ლექსებსაც და მის მიერ დაწერილი ლექსები თარიღდება 1150 წლით.ბჰასკარა II გარდაიცვალა 1185 წელს.მისმა ნაშრომებმა მათემატიკისა და ასტრონომიის მეცნიერებებში უდიდესი წვლილი შეიტანა.