ირმა იდა ილზა გრეზე – “ქერათმიანი ეშმაკი”
ირმა იდა ილზა გრეზე დაიბადა 1923 წლის 7 ოქტომბერს მეკლენბურგთან ახლოს (გერმანია).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ სისასტიკით განთქმულ გერმანელ ზედამხედველ ქალს,ისეთი ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკებისა,როგორებიც იყო – ”აუშვიცი”,”რავენსბრიუკი” და “ბერგენ-ბელზენი”.მას სისასტიკითა და დაუნდობელი თვისებების გამო ზედსახელად “ქერათმიან ეშმაკს”,”ლამაზ ურჩხულს” და “სიკვდილის ანგელოზსაც” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მამამისი ალფრედ გრეზე უბრალო გლეხი გახლდათ,რომელიც გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის რიგითი წევრი იყო.1936 წელს ირმა დედამ – ბერტა გრეზემ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,რამაც მის ფსიკიკაზე დიდად უარყოფითი გავლენა იქონია.15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და გაწევრიანდა გერმანელ გოგონათა კავშირში (ანალოგიური კავშირი – გიტლერიუგენდისა).სამი წლის მანძილზე მან სამ სხვადსხვა ადგილას იმუშავა,მათ შორის მედდადაც თუმცა,კარიერაში რაიმე წინსვლას ვერ მიაღწია და გადაწყვიტა 1942 S.S.-ის ქალთა მაშველ დანაყოფში გაწევრიანებულიყო,რის წინააღმდეგიც მამამისი წავიდა,თუმცა ამას დიდი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე არ ჰქონია.ამავე წლიდან იგი მუშაობას იწყებს “რავენსბრიუკის” ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში,ზედამხედველად.1943 წლის მარტში,”გამოჩენილი სისიტიკის” გამო,გადაყვანილ იქნა აუშვიცში,”ბირკენაუს” ცნობილ კონცლაგერში,სადაც იგი მთავარი ზედამხედველი ხდება. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში მისი ასაკი მხოლოდ ოცი წელი იყო,მიუხედავად ამისა იგი ბანაკის კომენდანტის შემდეგ რანგით მეორე პირად იქცა.ირმა არ აპირებდა მთელი ცხოვრება ზედამხედველად მუშაობას და მის გეგმაში შედიოდა,ომის დასრულების შემდეგ კინოვარსკვლავი დამდგარიყო.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იგი უსასტიკესი ახალგაზრდა გოგონა იყო,რითიც შიშის ზარს სცემდა კონცლაგერების პატიმრებს.მისთვის არ არსებობდა არანაირი ადამიანური გრძნობა და თანაგრძნობა პატიმრების მიმართ,რის გამოც “ქერათმიანი ეშმაკი” შეარქვეს.მას შეეძლო სიკვდილამდე ეცემა პატიმრები (რაც არაერთხელ გაუკეთებია).გარდა ამისა ძაღლებს სპეციალურად ამშევდა,რათა შემდგომ მას ისინი პატიმრებისათვის მიესია და ამას დიდი სიამოვნებით თავად უყურებდა.სწორედ ის იყო ერთ-ერთი ზედამხედველი ასეთი ჯოჯოხეთური ბანაკებისა,ვინაც წინ მიუძღოდა “გაზის კამერებში” ადამიანებს.გარდა ამისა გამოირჩეოდა დიდი გარყვნილებით და როგორც ცნობილია ‘ურთიერთობა” ჰქონდა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორთან – იოზეფ კრამერთან,რომელსაც ზედსახელით “ბელზენელ ნადირს” უწოდებდნენ.ასევე “მეგობრობდა” -”სიკდილის ანგელოზის” სახელით ცნობილ იოზეფ მენგელესთან.1945 წლის მარტში მისივე თხოვნის საფუძველზე გადაყვანილ იქნა “ბერგენ-ბელზენის” საკონცენტრაციო ბანაკში.1945 წლის 17 აპრილს,იგი დაკავებულ იქნა ინგლისელი სამხედროების მიერ ამავე ბანაკის ტერიტორიაზე.ცნობილი “ბელზენის პროცესის” დროს (1945 წლის 17 სექტემბრიდან – 17 ნოემბრამდე მიმდინარე პროცესი),სადაც ასამართლებდნენ ამ კონცლაგერის მოსამსახურე პირებს იგი დადანაშაულებულ იქნა “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში” და მიესაჯა ჩამოხრჩობით სიკვდილი.სიკვდილით დასჯის წინ,მთელი ღამის მანძილზე,თავის ყოფილ კოლეგასთან ელიზაბედ ფოლკენრატთან ერთად მღეროდა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც სახრჩობელაზე წარსდგა,სახე მშვიდი და არამეტყველი ჰქონდა.მისი უკანასკნელი სიტყვები იყო “დაუჩქარეთ”.ირმაიდა ილზა გრეზე,იგივე “ქერათმიანი ეშმაკი” 1945 წლის 13 დეკემბერს,სიკვდილით იქნა დასჯილი.