მორის ფოცხიშვილი – “ვერ ვისწავლე ჭკუა,დედა”

ვერ ვისწავლე ჭკუა,დედა,

გზას ვუთმობდი ხშირად შტერებს,

თავზე ისე დამათენდა,

ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე.

***

ვერ ვისწავლე ჭკუა,დედა,

ყველა მე მრაცხს გიჟად,ხელად,

ადრე ბევრი მატყუებდა,

ახლაც მე მატყუებს ყველა.

***

ვერ ვისწავლე ჭკუა,კიდევ,

სულ სხვა იყო თურმე ის დრო, -

ვინც მეზობლად მოვიკიდე,

მერე სწორედ იმან მიმტრო.

***

ვერ ვისწავლე ჭკუა დღემდე,

ვერ ვუწოდე ავკაცს ავი, -

ვისაც ძმაკცურად ვენდე,

ძმაკაცურად მომჭრა თავი.

***

ვერ ვისწავლე ჭკუა,დედა,

სანანებლად დამრჩა მერე,

სხვებს,რომ ვუჯერებდი ქვეყნად,

და შენ რომ არ დაგიჯერე…