ბოშათა „ეროვნული ჰიმნის” შესახებ…
„ბოშათა ეროვნული ჰიმნი” - წარმოადგენს ორიდან ერთ-ერთ უმთავრეს საერთო ეროვნულ სიმბოლოს ბოშა ხალხისა (დროშასთან ერთად). 1971 წლის 8 აპრილს, პირველად ისტორიაში ჩატარდა „ბოშათა ეროვნული მსოფლიო კონგრესი” და სწორედ ამ დღეს იქნა დამტკიცებული „ბოშათა ეროვნული ჰიმნი”.იგი დაიწერა ბოშათა ეროვნული სახალხო სიმღერის „ჯელემ, ჯელემის” საფუძველზე. ტექსტის ავტორი გახლავთ – ჟარკო იოვანოვიჩი. აღნიშნული ჰიმნი წარმოადგენს ბოშათა ეროვნულ მოტივებზე დაწერილ მელოდიას, რომელიც არანჟირებულია ამ ხალხის ეროვნულ მოტივებზე. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „ბოშათა ჰიმნს” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მაცხოვრებელი ბოშები, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტის ტექსტებით მღერიან. თუმცა ცნობილია, რომ „ბოშათა ჰიმნის” პირველი კუპლეტი უცვლელია და მხოლოდ სხვა კუპლეტებშია შეტანილი ცვლილებები. მიუხედავად ამისა, ბოშა ხალხის უმთავრეს ეროვნულ ჰიმნად მაინც 1971 წლის 8 აპრილს „ბოშათა ეროვნულ მსოფლიო კონგრესზე” ოფიციალურად მიღებული ჰიმნი მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)