ასკლეპიადე ბითინიელი
ასკლეპიადე ბითინიელი დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 124/129 წლებში.წარმომავლობით ბითინიელი გახლდათ და იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და ექიმს.მას დღემდე მიიჩნევენ პიონერად ფსიქოთერაპიაში,ფიზიკურ თერაპიაში და მოლეკულურ მედიცინაში.მისი იდეები დაფუძნებულ იყო დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსებისა და სწავლულები დემოკრიტესა და ეპიკურეს ატომისტიკურ ტეორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ასკლეპიადეს უმთავრეს მეთოდს მკურნალობისა,წარმოადგენდა ადამიანის სხელულის ჰარმონიის აღდგენა,რისთვისაც იგი იყენებდა სხვადასხვა სამედიცინო მეთოდებს,ისეთებს,როგორებიცაა – მასაჟი,დიეტა,წყლის პროცედურები და ფიზიკურ ვარჯიშები.გარდა ამისა ასკლეპიადე პაციენტებს,გარკვეული დოზით ღვინის მიღების რეკომენდაციასაც აძლევდა.იგი ცდილობდა შეექმნა ავადმყოფობასთან დაკავშირებული ისეთი თეორია,რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ატომიზმის თეორიასთან (ნატურფილოსოფიური და ფიზიკური თეორია). (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა ასკლეპიადე,ადამიანთა ფსიკიკური აშლილობის სამკურნალოდაც იყენებდა “ჰუმანურ” მეთოდებს მკურნალობისა,სადაც იგი მიმართავდა ნატურალური თერაპიის ისეთ მეთოდებს,როგორებიცაა – მასაჟი და დიეტა.ასკლეპიადე ბითინიელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 40 წელს.მის მიერ შემუშავებული სამკურნალო პროცედურები კი დღემდე ფართოდ გამოიყენება სამედიცინო მეცნიერებაში.