ანდრე რობერ რემბური – “ბურვილი”
ანდრე რობერ რემბური - რომელიც უფრო ცნობილია“ბურვილის” ფსევდონიმით,დაიბადა 1917 წლის 27 ივლისს,საფრანგეთის ქალაქ პრეტო-ვიკმარში (ზღვისპირა სენას დეპარტამენტი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგ მსახიობსა და საესტრადო მომღერალს.მიუხედავად მის მიერ შესრულებული ეპიზოდური როლებისა (ძირითადად კომიკური პერსონაჟები),მან მაინც შესძლო მკვიდრად დაემკვიდრებინა ადგილი კინომოყვარულთა გონებასა და გულებში,როგორც ერთ-ერთი შესანიშნავი მსახიობი ფრანგული კინემატოგრაფიისა.რემბურმა მამა ადრეულ ასაკში,პირველი მსოფლიო ომის დროს დაკარგა.ბავშვობა ძირითადად სოფელ ბურვილში გაატარა,საიდანაც მოდის მისი შემოქმედებითი ფსავდონიმი “ბურვილი”. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის დასრულების შემდგომ,მან მუშაობა მუზიკ-ფოლში დაიწყო,სადაც იგი ადგილობრივ მუსიკოსებთან მღეროდა დაცეკვავდა კიდეც.გარდა ამისა იქვე დგამდა მცირე მინიატურულ კომიკურ სცენებსაც.მოგვიანებით მუშაობა რადიოში განაგრძო.მისი სამსახიობო ტალანტი,განსაკუთრებით კომიკური ინსცენირებები,შეუმჩნეველი არ დარჩენია ფრანგ კინორეჟისორებს და 1941 წელს იგი გადაღებულ იქნა კინოფილმ “ვარსკვლავურ კრუიზში”.მას შემდეგ ბურვილმა 55 კინოფილმში მიირო მონაწილეობა და ისეთ ცნობილ ფილმებში,როგორებიცაა – “სუპერტვინი”,”საიდუმლო ომი”,”არნოს ოჯახი”,”დიდი გასეირნება”,”ყველაზე გრძელი დღე” და სხვა ფილმები.1956 წელს ბურვილმა,კანის ცნობილ კინოფესივალზე მიიღო უმაღლესი ჯილდო,მამაკაცის საუკეთესოდ შესრულებული როლისათვის,ფილმში “პარიზის გავლით” (აღნიშნულ ფილმში მან შეასრულა უმუშევარი მძღოლის – მარტენის პერსონაჟის როლი).ამ ფილმში ბურვილმა ითამაშა ისეთ დიდ მსახიობებთან,როგორებიც იყვნენ – ლუი დე ფიუნესი და ჟან გაბენი. (ავტორი გენია.ჯი) ბურვილი დაოჯახებული გახლდათ და ორი ვაჟი ჰყავდა – ფილიპე და დომენიკი.ანდრე რობერ რემბური (ბურვილი),გარდაიცვალა 1970 წლის 23 სექტემბერს.მის მიერ შესრულებული როლები კი დღესაც დიდ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს კინომოყვარულებს.
კადრი ფილმიდან – “პარიზის გავლით”
კადრი ფილმიდან – “დიდი გასეირნება”
კადრი ფილმიდან – “ყველაზე გრძელი დღე”
კადრი ფილმიდან – “უცნაური კვირა დღე”