პედანიუს დიოსკორიდე

პედანიუს დიოსკორიდე - დაიბადა ჩვ.წ.აღ-ით დაახლოებით 40 წელს ანაზარბის ციხე-ქალაქში,კილიკიაში (მცირე აზია).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ საუკეთესო ძველბერძენ სამხედრო ექიმს,ფარმაკოლოგს,ნატურალისტსა და ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორს.მას დღემდე მოიხსენიებენ,როგორც “ფრამაკოგნოზიის მამა” და გარდა ამისა იგი გახლავთ ერთ-ერთი ფუძემდებელი “ბოტანიკის” მეცნიერებისა (მეცნიერება მცენარეთა სიცოცხლის შესახებ).პედანიუსი ბევრს მოგზაურობდა ნერონის რომაეულ არმიასთან ერთად ლაშქრობებში,რა დროსაც იგი სამხედრო ექიმის ფუნქციით იყო დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) გარდა მედიცინისა,ამ მოგზაურობებში მან შეაგროვა კოლექციები სხვადსხვა მცენარეებისა და განსაზღვრავდა მათ ჯიშებს.დიოსკორიდეს შესახებ მასალები შემოგვინახა,ისეთმა ცნობილმა ანტიკური ხანის მეცნიერებმა,როგორებიც იყვნენ – აელიუს გალენუსი და პლინიუს (უფროსი).პედანიუსის უმთავრეს ნაშრომად მიჩნეულია “სამკურნალო წამლების ნივთიერებები”,რომელშიც აღწერილია ინფორმაციები 1000-მდე სამედიცინო პრეპარატის და 600 მცენარის შესახებ.შუა საუკუნეებში აღნიშნული ნაშრომი,ძირითად და უმთავრეს წყაროდ მიიჩნეოდა ბოტანიკისა და ფარმაკოლოგიის მეცნიერებებში.აღსანიშნავია ისიც,რომ დღემდე მრავალ მცენარეს,სწორედ დიოსკორიდეს მიერ მინიჭებული სახელით მოიხსენიებენ.ცნობილია ისიც,რომ მომდევნო 1500 წლის მანძილზე,ეს ნაშრომი არაერთხელ იქნა თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე,თუმცა მათში დამატებულ იქნა სხვადასხვა ინფორმაციები,კომენტარები და ილუსტრაციები. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით ასეთი მეთოდით პედანიუსის ზემოთ აღნიშნული ნაშრომი თარგმნილ და გამოცემულ იქნა (დამატებებით),არაბულ და ინდურ ენებზე.ერთ-ერთი უძველესი ასეთი დამატებებით გამოცემული ნაშრომები მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მანუსკრიპტებს.პედანიუს დიოსკორიდე გარდაიცვალა დაახლოებით 90 წელს,მცირე აზიაში.