“ადოლფ ჰიტლერი – სტალინის შესახებ”
“სლავების განუვითარებლობის თეორიით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერი მათ წინააღმდეგ ომს “ქვიშაში თამაშს” უწოდებდა; მაგრამ,რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ომი,მით უფრო მეტად იმსახურებდა მის პატივისცემას სტალინი და “საბჭოთა ხალხი”.ჰიტლერს მოსწონდა თუ როგორ მედგრად ხვდებოდნენ მისი მოწინააღმდეგეები თავიანთ დამარცხებებს. (ავტორი გენია.ჯი) სტალინს ჰიტლერი პატივისცემით მოიხსენიებდა ხოლმე,განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მის თავდაჭერილობას და სიმტკიცეს და პარალელებს ავლებდა საკუთარ თავსა და სტალინს შორის: ის საფრთხე,რომელიც 1941 წლის ზამთარში მოსკოვს ემუქრებოდა,ჰიტლერის აზრით,მის ახლანდელ – 1943 წლის მდგომარეობას წააგავდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც კი ფრონტზე გამარჯვების ტალღა იწყებოდა,ჰიტლერი მაშინვე ხუმრობანარევი ტონით ამბობდა,რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა,საბჭოთა კავშირზე გამარჯვების შემდეგ ქვეყნის მმართველობა ისევ სტალინისათვის ჩაებარებინათ,ოღონდ,რა თქმა უნდა,გერმანიის პროტექტორატის ქვეშ,რადგან რუსებთან ურთიერთობას სტალინზე უკეტ ვერავინ შეძლებდა.საერთოდ,ჰიტლერი სტალინს ისე უყურებდა,როგორც თავის კოლეგას.როდესაც სტალინის ვაჟიშვილი ტყვედ ჩავარდა,ჰიტლერმა ბრძანა,რომ მას განსაკუთრებით კარგად მოპყრობოდნენ.ალბათ ეს ფაქტიც სტალინის მიმართ პატივისცემის გრძნობით აიხსნება.