იბრაჰიმ I შეშლილის “ბიოგრაფიიდან”
ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1640-1648 წლებში იბრაჰიმ I (1615-1648 წლები),რომელიც სულთნის ტახტზე მისი ძმის მურად IV-ეს შემდეგ ავიდა,ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება “ყაფესეში” (ოქროს გალია) მოუწია,რამაც მის ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობაზე მეტად უარყოფითი შედეგები იქონია.
როგორც წესი,ადრეულ პერიოდებში სულთნებს ნება ეძლეოდათ,მოეკლათ თავიანთი ოჯახის ყველა წევრი მამაკაცი.ოსმალეთის იმპერიის ოფიციალურ კანონში სიტყვა-სიტყვით ეწერა: “სულთნის შვილთაგან იმას,ვინც ტახტზე დაჯდება,უფლება ეძლევა მოკლას თავისი ძმები,რათა წესრიგი იყოს დედამიწაზე”. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ამ კანონმა უამრავი იმ ადამიანის სიცოცხლე სეიწირა,რომელთაც შესაძლოა სულთნობის პრეტენზია გასჩენოდათ.ისინი,როგორც წესი ან “ჩუმ ჩუმად კვდებოდნენ”,ან ყრუ-მუნჯი ჯალათების – დილსიზების ხელით.მოგვიანებით არნიშნული კანონი შეცვლილ იქნა,შედარებით “ჰუმანური” კანონით,რომლის მიხედვითაც სულთნობის პოტენციური მსურველები სრულ იზოლაციაში ექცეოდნენ და ფაქტიურად სულთნის სიკვდილამდე პატიმრობაში ცხოვრობდნენ.მიუხედავად კანონის შეცვლისა,სიკვდილით მაინც ისჯებოდნენ ზოგიერთი პრეტენდენტები.გარდა ზემოთნახსენები მეთოდისა,არსებობდა კიდევ ერთი მეთოდი,რომელსაც “ყაფესედ” (ოქროს გალია) მოიხსენიებდნენ,სადაც დამწყვდეული ჰყავდათ ესა თუ ის სულთნობის პრეტენდენტი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ პირობებში ცხოვრება,მათ მორალურ განადგურებას და ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურ აშლილობას იწვევდა.სწორედ ასეთ პირობებში აღიზარდა ოსმალეთის სულთანი იბრაჰიმ I.მისი ფსიქიკური მდგომარეობა მეტად შერყეული გახლდათ და ცხოვრებაზე გაბოროტებული,უსასტიკესი მეთოდებით მართავდა იმპერიას.გარდა ამისა გამოირჩეოდა დიდი აღვირახსნილი ცხოვრების წესითაც.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად იგი იმდფენად გარყვნილი ცხოვრების წესს ეწეოდა,რომ ჰარამხანებშიც კი არ მალავდნენ მის მიმართ აღშფოთებას.ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი,რომელმაც შეეცადა ამ ყველაფრისათვის ბოლო მოეღო,სიკვდილით დასაჯეს.მომდევნო ვეზირი კი სულთნის გარყვნილებაზე კრინტსაც კი არ სძრავდა.ქვეყანა,მისი მმართველობისას საშინელი კორუფციის მორევში გადაეშვა.საუკეთესო თანამდებობების ყიდვა შეეძლო ნებისმიერს,ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდიდა.ხაზინა ცარიელდებოდა,ხოლო გადასახადები კი იზრდებოდა.მას ძლიერ იტაცებდა ორი ვნება – მძაფრი სუნამოები (ნაცრისფერი ამბრი) და ბეწვეული.გაცემული იყო სპეციალური ბრძანება,რომლის მიხედვითაც გადასახადები მოსახლეობას ბეწვეულითა და ნაცრისფერი ამბრით უნდა გადაეხადა,რაც მათ დიდ აღშფოთებას იწვევდა. (ავტორი გენია.ჯი) მუდმივი ლოთობისაგან და გარყვნილებისაგან იბრაჰიმს მამაკაცური სესაძლებლობები დაუქვეითდა და მათ შესანარჩუნებლად ვალიდე ყოველ პარასკევს ქალწულს ჩუქნიდა.ეს ნაკლებად ეხმარებოდა მას და იბრაჰიმი თავს აფროდიზიაკებით აღიგზნებდა,საწოლში სარკეებს აყენებდა და აწყობდა თამაშებს,როცა შიშველი ხარჭები დარბაზებში დარბოდნენ და ფაშატ ცხენებს განასახიერებდნენ,სულთანი სანაშენე ულაყის როლს თამაშობდა.ერთ-ერთმა ხარჭამ იბრაჰიმს ურჩია,წვერში ძვირფასი ქვები ჩაეწნა.ასეთი სახით ხალხის წინაშე რომ წარსდგა,საზოგადოებას გმინვა აღმოხდა: თვალწინ წარმოუდგათ ერთადერთი მბრძანებელი,რომელიც ასე მოიქცა – ეგვიპტის ფარაონი,რომლის ბოლოც ტრაგიკული იყო.იბრაჰიმის ბრძანებით დაიბეგრა სასულიერო პირები და იანიჩარები,რამაც მათი გაერთიანება გამოიწვია სულთნის წინააღმდეგ.მათ შეთქმულება მოუწყვეს იბრაჰიმს და იგი დაატყვევეს,რის შემდეგაც კვლავ – “ყაფესეში” (ოქროს გალია) გამოკეტეს.1648 წლის 12 აგვისტოს,32 წლის ასაკში იბრაჰიმ I,შეთქმულების მიერ ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში მოაშთეს. (ავტორი გენია.ჯი)