ფრენბურთის შესახებ…
ფრენბურთი – გუნდური სპორტული სახეობების ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა, რომელიც 1895 წელს გამოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა – უილიამ მორგანმა.აღსანიშნავია,რომ მანვე ამ თამას თავდაპირველად “მინონეტი” უწოდა.1896 წელს კი პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს “Volley – მფრინავი” უწოდეს და მას შემდეგ იგი მოიხსენიება როგორც “Volleyball” ანუ იგივე “ფრენბურთი”. (ავტორი გენია.ჯი) პირველად ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1949 წელს,მამაკაცთა შორის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა,სადაც პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი საბჭოთა კავშირის მამაკც ფრენბურთელთა გუნდი გახდა,ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად ჩეხეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებზე გადანაწილდა.ევროპის პირველი ჩემპიონატი მამაკაცთა შორის,იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარდა 1948 წელს,სადაც პირველი ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩეხეთმა მოიპოვა,ხოლო მეორე მესამე ადგილები საფრანგეთმა და იტალიამ დაიკავა.პირველად ფრენბურთი “ოლიმპიურ თამაშებზე” 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მამაკაცთა შორის საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა,მეორე მესამე ადგილები კი ჩეხეთისა და იაპონიის ნაკრებებს ხვდათ წილად.ქალთა შორის კი ამავე ოლიმპიადაზე,პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიის ქალ-ფრენბურთელთა ნაკრები გახდა,მეორე მესამე ადგილები კი საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის ნაკრებებმა დაიკავეს. (ავტორი გენია.ჯი) მამაკაცთა შორის ფრენბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ნაკრებს 6-ჯერ.ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მამაკაცთა შორის მოგებული აქვს ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრებს 12-ჯერ.ხოლო ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებია,რომელთაც 3-ჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.