ბეროსუსი

ბეროსუსი - ლათინურ ენაზე “Berossos”,დაიბადა ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 350/340 წლებში ბაბილონში.იგი წარმოადგენდა ანტიკური ხანის შესანიშნავ ბაბილონელ ისტორიკოს და ქურუმს ბაბილონური უმაღლესი ღმერთის – ბელის ტაძრისა.

იგი თანამედროვე გახლდათ,სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს (სირიის მეფის) – ანტიოქე I სოტერის (ძვ.წ.აღ-ით 324-261 წლები).თავისი სახელი კი როგორც უდიდესი ისტორიკოსისა,უკვდავყო ბერძნულ ენაზე დაწერილი შუამდინარეთის ისტორიის,სახელწოდებით “ბაბილონის (ქალდეველების) ისტორიის” დაწერით,რომელიც 3 ტომს მოიცავდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ბეროსუსმა მიუძღვნა სელევკიდთა ელინისტური სახელმწიფოს მეფეს – ანტიოქე I სოტერს.აღნიშნული წიგნიდან,დღევანდელობამდე მხოლოდ მცირე ნაწილი,მათ შორის ციტატებია შემორჩენილი,თუმცა უდიდეს ისტორიული ღირებულების ძეგლადაა მიჩნეული.გარდა ამისა,მის შესახებ ცნობები შემოგვინახეს ძველებრაელმა ისტორიკოსმა – იოსებ ფლავიუსმა,ევსებიუს კესარიელმა,აბიდენმა და სხვა ავტორებმა.”ბაბილონის ისტორია”,მოიცავს ისტორიულ ეპოქებს შუამდინარეთის (მესოპოტამიის),სამყაროს შექმნის მითოლოგიიდან აქემენდიტთა სამეფო დინასტიის მმართველობის პერიოდის ჩათვლით.აღნიშნული წიგნი განკუთვნილი გახლდათ ბერძენთა და მაკედონელთათვის,რომლებიც ამ რეგიონში გამოჩნდნენ ძვ.წ.აღ-ით 331 წელს.ბეროუსის მიზანი “ბაბილონის ისტორიის” დაწერისა,ისევე როგორც,როგორც ძველბერძენი ისტორიკოსის და ქურუმის –  მანეთონის მიზანი,რომელმაც დაწერა თავისი “ეგვიპტიკა”,გახლდათ ის რომ გაეზარდათ ინტერესი ელინისტური ბერძნებისა და მაკედონელებისა აღმოსავლეთის ქვეყნების,მათი ისტორიისა და კულტურის მიმართ.მან აღნიშნული ისტორიის დასაწერად გამოიყენა სამეფო არქივებისა და ბიბლიოტეკების უნიკალური მასალები.მიუხედავად იმისა,რომ ბეროუსის ნაშრომში ბევრი მითოლოგიური ისტორიაა შესული,იგი მაინც უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს,უძველესი შუა საუკუნეების ისტორიის შესწავლისათვის.როგორც ძველი რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი – მარკუს ვიტრუვიუს პოპლიო (ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნე) გადმოგვცემს,ბეროუსმა მოგვიანებით საბერძნეთის კუნძულ კოსზე (ეგეოსის ზღვაში) დააარსა ასტროლოგიური სკოლა და იქვე დანერგა მესოპოტამიური ასტროლოგიური ტრადიციები. (ავტორი გენია.ჯი) მასვე მიაწერენ ეგრეთწოდებული “მზის საათის” (სკაფოსის) შექმნას.ბეროუსი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 280/270 წლებში.მისმა მოღვაწეობამ კი დიდი როლი ითამაშა უძველესი შუამდინარეთის ისტორიის,კულტურისა და რელიგიის შესწავლის საკითხებში.