“ურის არფები”
“ურის არფები” - წარმოადგენს,დღემდე აღმოჩენილ სიმებიან საკრავთა შორის უძველეს ეგზემპლარებს.სამი უძველესი ლირა და ერთი არფა აღმოჩენილ იქნა,შუამდინარეთის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოს – “ურის” ტერიტორიაზე (მდებარეობდა ბაბილონის სამხრეთში – თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე).უძველესი სიმებიანი მუსიკალური არტეფაქტების (ინსტრუმენტების) ასაკი 4 500 წელიწადია და იგი 1929 წელს აღმოჩინა ცნობილი ინგლისელი არქეოლოგის – ჩარლზ ლეონარდ ვულმის,ხელმძღვანელობით შემდგარმა ექსპედიციამ.ერთ-ერთი აღმოჩენილი – არფა,ხარის თავის გამოსახულებით,ჩარლზ ვულმა ერაყის ეროვნულ მუზეუმს გადასცა,თუმცა სამწუხაროდ იგი ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი) ორი ლირა,რომელიც მოოქროვილი ხარის თავებით არის შემკულიპენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმშია დაცული.ხოლო არფა,რომელიც ნაპოვნი იქნა დედოფალ პუაბის აკლდამის გათხრების დროს,ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმის ყველაზე პოპულარულ ექსპონატადაა დღემდე მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)