ბერნარ ლუაზო – “ეპიზოდი”
ბერნარ ლუაზო (1951-2003 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ შეფ-მზარეულს და საფრანგეთის “საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერს”,რომელიც 1980-1990-იან წლებში,ყველაზე დიდი დამცველი გახლდათ ფრანგული ეროვნული სამზარეულოსი,არა მარტო საფრანგეთში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც.შესაბამისად მისი პოპულარულობა,როგორც უდიდესი ფრანგი შეფ-მზარეულისა განუზომლად დიდი იყო,თუმცა მოგვიანებით ბერნარის რეიტინგმა კლება დაიწყო,რაც ეგრეთწოდებული სინთეტიკური “ინტერნაციონალური სამზარეულოს” ფართოდ გაფრცელებამ გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სამზარეულოს წინააღმდეგ კი ბერნარ ლუაზო ღიად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებას,რის გამოც გურმან მომხმარებელთა უმეტესობა მას “ძველმოდური ყაიდის” შეფ-მზარეულად მოიხსენიებდა.მას გააჩნდა საკუთარი,სახელგანთქმული “სამვარსკვლავიანი რესტორანი”,საფრანგეთის კომუნაში – სოლიოში (კოტ-დ’ორის დეპარტამენტი),სადაც რაღა თქმა უნდა ფრანგული სამზარეულოს საუკეთესო კერძებს ამზადებდა,თუმცა მის რესტორანს Gault Milau-მ,რეიტინგი 19 პუნქტიდან – 17 პუნქტამდე დაუგდო.გარდა ამისა დადიოდა ხმები,რომ ბერნარის სამვარსკვლავიან რესტორანს – ორვარსკვლავიანი რესტორნის სტატუსი ემუქრებოდა,რაც შესანიშნავი ფრანგი მზარეულის უდიდეს გაღიზიანებას იწვევდა.მალე ამ მოვლენებმა მის ფსიქიკაზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ დეპრესიაში ჩავარდა და 2003 წლის 24 თებერვალს,პირში იარაღის გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) ბერნარ ლუაზოს,ამ მიზეზთაგან გამოწვეულმა თვითმკვლელობამ,სრულიად საფრანგეთი შეძრა.ამიტომ ამ თემას მრავალი საგაზეთო სტატია და სატელევიზიო გადაცემებიც კი მიეძღვნა.თუმცა მისი სახელი,როგორც საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეულისა და დამცველისა,ფრანგული ეროვნულ-ტრადიციული სამზარეულოსი,სამარადჟამოდ აღიბეჭდა არა მარტო ფრანგი გურმანების,არამედ სრულიად ფრანგი ხალხის ხსოვნაშიც.