უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXXI”
არ ვიცი,ვისთვის დაუგეშავს სიკვდილს მსტოვრები,
შენს და ჩემს შორის განუზრახავს ვისი არჩევა;
ის ვიცი მხოლოდ,რომ შენ ყველას ემახსოვრები,
ჩემი ხსოვნის კი ნატამალიც არსად დარჩება.
***
შენი სახელი დროს სხივივით გადაეფრქვევა,
მე კი ამქვეყნად,როგორც ქარი,გავქრები ველის,
და თუ ჩემს საფლავს ერთი გოჯა მიწა ერქმევა,
შენ ხალხის თვალში საუკუნო სავანე გელის.
***
შენს ხსოვნას ჩემი ლექსი ძეგლად გამოადგება,
რომ სააქაოს მრავლად ჰყავდეს მისი მნახველი
და სიკვდილის დღე თუ ყველასთვის ერთად დადგება,
მარადისობას დამღად აჩნდეს შენი სახელი.
***
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,
დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება…