ვახუშტი კოტეტიშვილი – “მოდი,სადა ხარ,სიკვდილო”

მოდი,სადა ხარ,სიკვდილო,

ამხსენ სიცოცხლის ბაწარი,

გადამავიწყე ვარამი,

ამქვეყნიური რაც არი.

***

საწუთროს ამაოების

არ მაქექინო ნაცარი

და თავზე არ დამაქციო

ცოდვით ნაგები ტაძარი.

***

როდემდე უნდა ღვიოდეს

სულში ამ ქვეყნის ღადარი?!

ან რაღად მინდა სიცოცხლე,

დედის სიკვდილად დამჯდარი?!