ისელ ჰარელის ბიოგრაფიიდან…
ისელ ჰარელი - ნამდვილი გვარი გალპერინი (1912-2003 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ებრაელ სახელმწიფო მოხელეს,რომელიც 1948 წლიდან – 1952 წლებში ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს “შაბაკს”,1952-1963 წლებში კი ხელმძღვანელობდა “მოსადს”. (ავტორი გენია.ჯი)მისი ავტორიტეტი ისრაელში,ძალიან მაღალი იყო და დღევანდელ დღემდე ერთ-ერთ ისრაელის სახელმწიფოს საუკეთესო უსაფრთხოების დირექტორად მოიხენიებენ.ისრაელის ლეგენდარული პრეზიდენტი ბენ-გურიონი მას ასე ახასიათებდა: “ისელი გახლავთ ისრაელის სახელმწიფოს ღირსებისა და უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი”.მისი პროფესიონალიზმის შესახებ კი არაერთი მითი თუ რეალური ამბავი დადიოდა.როგორც ჰარელის ერთ-ერთი თანამშრომელი იგონებდა:
”ისელის ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი “მოსადის” ყველა თანამშრომელში აღტაცებას იწვევდა.მას არ ესმოდა და არ უყვარდა იუმორი,შესაბამისად არასოდეს ხუმრობდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მკაცრი ხასიათისა,სამშობლოს მიმართ თავდადებული პატრიოტი იყო,რაც ამ ნაკლს ბევრად აღემატებოდა”.
ასელ ჰარელის შესახებ,კიდევ ერთი თანამშრომელი წერდა: “კიდევ კარგი იგი რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა (როგორც ცნობილია,ჰარელი ვიტებსკში დაიბადა და ისრაელში იგი მოგვიანებით ჩავიდა).იქ რომ დარჩენილიყო,დარწმუნებული ვარ კ.გ.ბ-ს ხელმძღვანელი გახდებოდა.ისეთ მონსტრს როგორიც ლავრენტი ბერია იყო,ასელ ჰარელი სუფრასთან მიწვევდა და ლუკმასაც კი არ გაატეხინებდა”.
ისელ ჰარელიის ერთადერთ “ნახევრად ნათქვამ” ხუმრობად,მის კარიერაში მიჩნეულია სიტყვები:
“ჩემი ლურჯი თვალების,მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებსა და ცხოველებს არ ეშინიათ”.
1963 წლის მარტში,ისელ ჰარემსა და ბენ-გურიონს შორის წარმოქმნილი აზრთა სხავადასხვაობა მოსადის მიერ ჩასატარებელ ოპერაციაზე ეგვიპტეში და სხვა რიგი მიზეზების გამოც,ისელ ჰარემმა 1963 წლის 26 მარტს “მოსადის” დირექტორის პოსტი დატოვა.
მისი პროფესიონალიზმის და კონსპირაციულობის ირგვლივ კი არაერთი ლეგენდა შეიქმნა.ერთ-ერთი ლეგენდა კი ასეთია:
“მაშინ როდესაც ისელი ტაქსში ჩაჯდა,ტაქსის მძღოლმა ჰკითხა თუ სად უნდა მიეყვანა იგი.რაზეც ჰარელმა მიუგო – ეს საიდუმლოა”.
იგი ძლიერ გატაცებული გახლდათ ოპერით და აგატა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანებით.მას ძლიერ იზიდავდა დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები,თუმცა არ კითხულობდა ცნობილი ინგლისელი მწერლისა და ავტორის,აგენტებზე გახმაურებული ნაწარმოებებისა – ჯონ ლე კარეს რომანებს.რადგან მის ნაწარმოებებში მოყვანილ პერსონაჟებზე ამბობდა: “ისეთი აგენტები,როგორებიც მას ჰყავს გამოყვანილი თავის რომანებში,მესამე დღესვე გაიშიფრებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთები კი ისედაც მრავალიადააო”.
ისელ ჰარელი გარდაიცვალა 2003 წლის 18 თებერვალს.თუმცა მისმა მოღვაწეობამ,უდიდესი კვალი დატოვა ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის სახელს დღემდე დიდი თაყვანისცემით მოიხსენიებს ისრაელში – ებრაელი ხალხი.