“დაკშონის სასაკლაო”
“დაკშონის სასაკლაო” - ინგლისურ ენაზე “Dak Son Massacre”,ამ საშინელ ისტორიულ მოვლენას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “დაკშონის ტრაგედია”.”დაკშონის სასაკლაო” წარმოადგენს მასობრივ მკვლელობას მშვიდობიანი მოსახლეობისა,ძირითადად მონტარიანებისა (საერთო დასახელება მცირე ეთნიკური ჯგუფებისა,რომლებიც ცხოვრობდნენ ვიატნამისა და ლაოსის საზღვარზე),ჩადენილს კომუნისტი ვიეტნამელი პარტიზანების მიერ “ვიეტნამის ომის” მიმდინარეობისას 1967 წელს. (ავტორი გენია.ჯი) სოფელი დაკშონი მდებარეობდა სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე,საიგონიდან (თანამედროვე ხოშიმინი),ჩრდილო-აღმოსავლეთით 120 კილომეტრის მოშორებიტ.1967 წლისათვის აღნიშნულ სოფელში ცხოვრობდნენ ლტოლვილები,რომლებიც გადმოსულები გახლდნენ სამხრეთ ვიეტნამის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის,კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.1967 წლის 5 დეკემბრის ღამით,სოფელის მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული შეტევა მიიტანა სამხრეთ ვიეტნამის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ასეულობით პარტიზანმა (ვიეტკონგოელებმა).მათმა სოფლის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს ოგნემიოტები (ცეცხლმტყორცნები) და ყველა სახის იარაღი,რაც პარტიზანების ხელში იყო.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ სოფელს იცავდა რამდენიმე ათეული ადგილობრივი დამცველი.თუმცა მათი წინააღმდეგობა მალევე დაძლეულ იქნა,რადგან ისინი არც კარგად იყვნენ შეიარაღებული და არც რაოდენობით იყვნენ მრავალრიცხოვანი.ასევე აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ სოფლის სიახლოვეს განლაგებული იყო “ჩრდილოეთ ვიეტნამის სამხედრო დანაყოფები”,თუმცა მათ ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინეს გასანადგურებლად განწირულ სოფლის მოსახლეობასა და ლტოლვილებს.ამ საშინელი მოვლენის საბოლოო შედეგი გახდათ სოფლის სრული განადგურება,რასაც 250 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა,მათ შორის ქალები,ბავშვები და მოხუცები. (ავტორი გენია.ჯი) 100 ცოცხლად გადარჩენილი ძალადობრივი გზით იქნა ტყვედ აყვანილი,ხოლო 500 ადამიანი,რომელმაც გაქცევა შეძლო,მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა ჯუნგლებში სიკვდილს.”დაკშონის ტრაგედია” დაგმო მსოფლიო თანამეგობრობამ და ცივილიზებულმა სამყარომ,თუმცა ეს მხოლოდ ერთი მაგალითია,იმ უბედურებისა,რაც ვიეტნამის ომს თან ახლდა.