იაკობუს დე ცესოლესი
იაკობუს დე ცესოლესი - ლათინურ ენაზე “Jakobus de cesolis”,დაიბადა 1250 წელს,იტალიურ კომუნა ჩესოლეში.მას იტალიაში – იაკოპო და ჩესოლედაც მოიხსენიებდნენ,თავისი მშობლიური ქალაქის სახელიდან გამომდინარე.იგი წარმოადგენდა შუასაუკუნეების გამოჩენილ პიემონტიელ მქადაგებელს,მოაზროვნეს,დომინიკელ ბერსა და ერთ-ერთ უმთვრესს “აპოლოგეტს” ფეოდალური წეს-წყობილებისა.მისი უმთავრესი ხედვების კონცეფციები დამკვიდრებულ იყო,ცნობილი ანგლო-ფრანგული წარმომავლობის ფილოსოფოსის,ღვთისმეტყველისა და სქოლასტიკის – იოანე სოლსბერიელის (1115-1180 წლები) იდეებზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი ფეოდალურ საზოგადოებას უმთავრეს და ერთიან მექანიზმად მიიჩნევდა,სადაც ყველა პიროვნებას თავისი ფუნქცია ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული.ამის დამადასტურებლად და მაგალითად იაკობუსი,ფეოდალურ საზოგადოებას ჭადრაკის ფიგურებს ამსგავსებდა,სადაც განლაგებული იყვნენ,როგორც მაღალი სოციალური ფენის მქონე ფიგურები,ასევე პაიკები.თუმცა მიუხედავად მათი სოციალური და სტატუსობრივი განსხვავებისა,ისინი მაინც ერთ საქმეს აკეთებდნენ.საბოლოო ჯამში კი იაკობუსისვე მოსაზრებით,ჭადრაკის დაფაზე განლაგებული ფიგურები წარმოადგენდა და ერთგვარად გამოსახავდა – სახელმწიფოს ფეოდალურ სისტემას.მან ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი,სახელწოდებით “უბრალო და ცნობილი ადამიანების ჩვეულებების შესახებ”,რომელიც მრავალჯერ იქნა გამოცემული,პირველად 1473 წელს.აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნული ნაშრომი გახდა ძირითადი საფუძველი ცნობილი ინგლისელი წიგნის გამომცემლისა და ლონდონში პირველი ტიპოგრაფიული მეთოდით წიგნის გამომცემლის – უილიამ კეკსტონის (1422-1491 წლები),ნამუშევრის “Game and Playe of the Chesse” შექმნისა,რომელიც პირველ ნაბეჭდ წიგნადაა მიჩნეული დღემდე ინგლისში. (ავტორი გენია.ჯი) იაკობუსის ცნობილი გამონათქვამი: “ცხოვრებაში ისევეა,როგორც საჭადრაკო დაფაზე.ყოველ ფიგურას გააჩნია არა მარტო თავისი უფლებები,არამედ აუცილებელი მოვალეობებიც”,ფრთიან ფრაზადაც კი იქცა.იაკობუს დე ცესოლესი გარდაიცვალა 1322 წელს,იტალიის ქალაქ გენუაში.