ჯეკ ლონდონი – “მთვარის ხეობა”
“მთვარის ხეობა” - წრმოადგენს შესანიშნავ რომანს,დაწერილს გენიალური ამერიკელი მწერლის ჯონ გრიფიტ ჩეინის,იგივე ჯეკ ლონდონის (1876-1916 წლები),მიერ და იგი პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1913 წელს.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული რომანი არ გახლავთ საუკეთესო ნაწარმოები ჯეკ ლონდონის შემოქმედებისა,მის მიმართ მკითხველის ინტერესი მაინც განუზომლად დიდი იყო,რის გამოც იგი არაერთ უცხო ენაზე ითარგმნა.რომანში მოქმედებები მიმდინარეობს XX საუკუნის დასაწყისში,კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში.ორი ახალგაზრდა საქსონ ბრაუნი და ბილ რობერტსი,რომლებიც წარმომავლობით ღარიბი მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ,შემთხვევით ერთ-ერთ საზეიმო ღონისძიებაზე გაიცნობენ ერთმანეთს.რის შემდეგაც ბილი ქალაქიდან მცირე ხნით მიემგზავრება,თუმცა იგრძნობს,რომ იგი შეყვარებულია საქსონზე და დაბრუნების შემდგომ მას ცოლობას თხოვს. (ავტორი გენია.ჯი) აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ საქსონიც შეყვარებულია ბილზე და მის წინადადებას ყოყმანის გარეშე თანხმდება.ახალგაზრდები,მიუხედავად ფინანსური სიძნელეებისა თავს საკმაოდ ბედნიერად მიიჩნევენ.ბილი უდიდეს ყურადღებას უთმობდა ოჯახს,ისევე როგორც საქსონი.მალე მათ ოჯახში სასიხარულო ამბავი ხდება,მაშინ როდესაც ისინი გაიგებენ,რომ მათ ოჯახის პატარა წევრი უნდა შეემატოთ.ამავე პერიოდში ოკლენდში მუშათა კლასის გამოსვლები იწყება,რომლის წარმომადგენელი ბილიც გახლდათ.შესაბამისად ისიც აქტიურად ჩაერთო პროტესტის ამ ფორმით გამოხატვასი.ისინი ითხოვდნენ ხელფასების მომატებას.იმის ნაცვლად,რომ ხელმძღვანელობას მუშებისათვის ხელფასი გაეზარდა,მათ შკრეიტბრეხერები დაუპირისპირა (ადამიანები,რომლებიც უარს აცხადებდნენ აქციებში მონაწილეობაზე და ადმინისტრაციის მხარეს დგებოდნენ).ამ მიზეზთა გამო,გაფიცულ მუშებსა და შტრეირეხერებს შორის ყოველ კვირაში ხელჩართული ჩხუბი იმართებოდა,რომელშიც ბილიც აქტიურად მონაწილეობდა.ერთ დღესაც მათ შორის ჩხუბი ბილისა და საქსონის სახლის წინ გაიმართა.ამ მოვლენამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ფეხმძიმე ქალზე,რომ საქსონს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.ამ მოვლენამ კი მათ თავს უბედურება დაატეხა,რადგან ნაადრევმა მშობიარობამ პატარას გარდაცვალება გამოიწვია.ფაქტიურად ოჯახში ყველაფერი უარესობისაკენ შეიცვალა; ბავშვის გარდაცვალების შემდგომ ბილი ალკოჰოლს მიეტანა,რის გამოც მეუღლესთან დიდი უსიამოვნებები დაეწყო.საქსონთან უსიამოვნო მოვლენების შემდგომ,აღელვებული ბილი ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა.მან კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა და ბილი დაპატიმრებულ იქნა.მათ ოჯახში დარჩა ერთადერთი უმწეო ქალი საქსონი,რომელმაც სრული “ჯოჯოხეთური გაჭირვება” გადაიტანა საკუთარ თავზე,მეუღლის პატიმრობის პერიოდში.ფაქტიურად დღეების მანძილზე იგი მშიერი იყო,არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო ზღვის სანაპიროებზე მოლუსკებს იჭრდა და ამით იკვებებოდა. (ავტორი გენია.ჯი) საქსონი უმწეო,თუმცა პატიოსანი და თავმოყვარე ქალი იყო,ამიტომ საკუთარი გასაჭირით არავინ შეუწუხებია.იგი საბოლოოდ გადაწყვეტს,რომ ბილის განთავისუფლების შემდეგ ქალაქიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.მართლაც მალე ბილი საპყრობილიდან განთავისუფლდა,რის შემდეგაც მათ გადაწყვიტეს ფერმერობას მოჰკიდონ ხელი და ქალაქიდან მიემგზავრებიან,რათა ნაყოფიერ ადგილას დასახლდნენ.მათი მოგზაურობისას უამრავ ადამიანს შეხვდებიან და გაიცნობენ.მათთვის უმთავრესია ნაყოფიერი მიწებზე დასახლება,თუმცა თავიანთ წარმოდგენაში ეს უნდა იყოს მიწა სადაც უამრავი მცენარე ხარობს,ჩამოედინება მდინარე,არის კარგი კლიმატი და გაედინება სარკინიგზო ლიანდაგი.მათ შორის ვინც ამ მოგზაურობის დროს გაიცვნეს,ბევრს დაუმეგობრდნენ კიდეც.აღსანიშნავია ისიც,რომ ისინიც მათსავით ეძიებენ ახალ საცხოვრებელ ადგილებს და იმ ადგილებს,რომელთაც ისინი საოცნებოთ მიიჩნევენ “მთვარის ხეობად” მოიხსენიებენ,რადგან მათი აზრით ისეთ იდეალურ ადგილს,რომელსაც ისინი ეძიებენ,მხოლოდ მთვარეზე იყო შესაძლებელი მისი მოძიება.ამ მოგზაურობაში და ადგილის ძიებაში ორი წელი გავიდა,ამ ხნის მანძილზე კი მათმა მოგზაურობამ,ისინი მრავალი საინტერესო მოვლენის მომსწრე გახადა და საბოლოოდ პოულობენ ისეთ ადგილს,რომელიც მათ ოცნებებში წარმოედგინათ.ამ ადგილს კი მათ “მთვარის ხეობა” შეარქვეს. (ავტორი გენია.ჯი) აქვე ისინი ააგებენ სახლს,დაკავდებიან ფერმერობით და მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძირეულად,დადებითისაკენ შეიცვალა.რომანის დასასრულს,კი საკმაოდ ამაღელვებლად არის გადმოცემული საქსონის მიერ ბილისათვის,ცნობა მისი ფეხმძიმობის შესახებ,რაც ოჯახს კიდევ უფრო ბედნიერს ხდის.შესაბამისად რომანი “მთვარის ხეობა” დადებითი მოვლენებით სრულდება,რაც მკითხველშიც ერთგვარი კმაყოფილების გრძნობას ტოვებს.