“სეიმურია”
“სეიმურია” - ლათინურ ენაზე “Seymouria”,წარმოადგენს ადრეპერმული პერიოდის ნამარხ ამფიბიათა ჯგუფს,პრიმიტიული რეპტილიის დამახასიათებელი თვისებებით.ისინი დედამიწაზე ბინადრობდნენ პერმულ პერიოდში,დაახლოებით 282-260 მილიონი წლის წინათ.აღსანიშნავია,რომ მეცნიერები მათ ყველაზე პროგრესირებად ამფიბიად განიხილავენ. (ავტორი გენია.ჯი) აქვე ისიც ცნობილია,რომ თავდაპირველად ისინი პრიმიტიული რეპტილიების კლასის ქვეწარმავლებად განიხილებოდნენ.მისი სიგრძე 60 სანტიმეტრიდან – 90 სანტიმეტრამდე მერყეობდა.პერმული პერიოდის მშრალი კლიმატის ადაპტაციისათვის,აღნიშნული სახეობა,საკმაოდ კარგად გახლდათ “მომზადებული” და დიდხანს შეეძლოთ წყლისა და საკვების გარეშე ყოფნა.მათ გააჩნდათ მოკლე,თუმცა მასიური ფეხები.თავის ქალისა და კბილების წყობა,პირველი ტიპიური წყალხმელეთა ცხოველების ანალოგი ჰქონდათ და ამით ისინი ძალიან ჩამოჰგავდნენ ადრეული პერიოდების ამნიონიანებს (უმაღლესი ხერხემლიანი ცხოველები,რომლებსაც ადრეულ სტადიებში უჩნდებათ განსაკუთრებული ჩანასახოვანი გარსი,რომელსაც ამნიონს უწოდებენ).მიუხედავად მოკლე ფეხებისა,სეიმურია საკმაოდ სწრაფი გადაადგილებით გამოირჩეოდა.იკვებებოდნენ მწერებით,რეპტილიატა კვერცხით,უხერხემლოებითა და მცირე ზომის ხერხემლიანებითაც. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად სეიმურაის ნაშტები აღმოჩენილ იქნა ტეხასის შტატის ქალაქ სეიმურის (ამერიკა) სიახლოვეს,რაც მის სახელწოდებაში აისახა კიდეც.გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა,სეიმურაის საკმაოდ კარგად შემონახული ნაშტები ნაპოვნი იქნა გერმანიის ტერიტორიაზეც.სეიმურაი,სპეციალისტთა მიერ საკმაოდ კარგად იქნა შესწავლილი და მისი რამდენიმე ნაშტი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში.