დუნ ჩჟუნშუ
დუნ ჩჟუნშუ დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 179 წელს ჩინეთში.იგი წარმოადგენდა დიდ კონფუციანელ ფილოსოფოსს,რომელიც მრჩეველი და დაახლოებული პირი გახლდათ ჩინეთის იმპერატორის უ-დის (რიგით მე-7 იმპერატორი ხანის დინასტიისა ჩინეთში).
სწორედ საიმპერატორო ოჯახის წევრებთან სიახლოვემ,შეაძლებინა მას მთავრობიდან კონკურენტი იდეოლოგების გაძევება და “კონფუციანელობა” ექცია უმთავრეს სახელმწიფო დოქტრინად “ხანის დინასტიის” ჩინეთში.მის სახელთან არის ასევე დაკავშირებული სახელმწიფო ჩინოვნიკების საიმპერატორო სკოლის დაარსება,სადაც შემუშავებულ იქნა პრაქტიკა და თეორია “კეცზიუისა” (საახელმწიფო გამოცდები საიმპერატორო ჩინეთში და ცენტრალური ელემენტი კონფუციანური განათლებისა.ამ სისტემამ მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა,ჩინეთში 1600 წელიწადის მანძილზე იარსება). (ავტორი გენია.ჯი) დუნ ჩჟუნშუ,თავის სწავლებებში ხშირად გამოიყენებდა “ჩუნციუს” (ქრონიკები ლუს ძველი ჩინური სახელმწიფოსი,მოიხსენიებენ ასევე როგორც ჩუნციუს პერიოდი და მოიცავდა ძვ.წ.აღ-ით 722-479 წლების ეპოქას ჩინური ისტორიისა).სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნებოდა ლეგენდარული კონ ფუცის მოღვაწეობა.მისი უმთავრესი ფილოსოფიური დოგმატი ადამიანსა და ზეცას შორის მიმდინარე პრობლემებს ეხებოდა.ჩჟუნშუ,ზეცასა და ადამიანს შორის ურთიერთობათა შუამავლად იმპერატორს მიიჩნევდა.ამიტომ მისთვის იმპერატორი ზეციდან ხმელეთზე მოვლენილ პიროვნებას წარმოადგენდა,რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა.მისივე მოსაზრებით იმპერატორს დედამიწაზე ზეცასა და ადამიანს შორის ჰარმონიული ურთიერთობა უნდა დაემყარებინა.დუნ ჩჟუნშუ გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 104 წელს.მისი სახელი კი კონფუციენალობის ფილოსოფიური მოძღვრების,გავრცელება-დამკვიდრებაში ერთ-ერთი უდიდესია ჩინეთის ისტორიაში,სხვა დიდ კონფუციანელ ფილოსოფოსებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)