“88 მცნება”

“88 მცნება” - წარმოადგენს ეგრეთწოდებულ მანიფესტს,დაწერილს “თეთრი ნაციონალიზმის” იდეების მიმდევრის – დევიდ იდენ ლეინის (1938-2007 წლები) მიერ,რომელიც ამავე დროს გახლდათ თეთრი სეპარატისტული ორგანიზაციის “The Older”-ის წევრი.მან აღნიშნული მანიფესტი მას შემდეგ დაწერა,რაც სასამართლომ 190 წლიანი პატიმრობა შეუფარდა,მრავალი დანაშაულის ჩადენისათვის,მათ შორის მკვლელობებისთვისაც.აღნიშნულ მანიფესტში იგი ფართოდ ავრცელებდა  იდეებს თეთრკანიანი მოსახლეობის უფლებების გაზრდის,დაცვისა და მათი უპირატესობისა სხვა კანის ფერის მქონე მოსახლეობაზე. (ავტორი გენია.ჯი) აცხადებდა,რომ “თეთრი რასა” გადაშენების პირას იყო და მას განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროებოდა.ამიტომ მისი აზრით,იმისათვის,რომ თეთრკანიანი მოსახლეობა გადარჩენილიყო,მათ უნდა შეექმნათ საკუთარი “ეთნოკრატიული” სახელმწიფო.მისმა რასისტულმა შეხედულებებმა და ეგრეთწოდებულმა “88 მცნებისაგან” შემდგარმა მანიფესტმა,უდიდესი პოპულარობა ჰპოვა რასისტებში,თეთრ ნაციონალებში,ნეო-ფაშისტებსა და რასიალისტებში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ციფრი 88,დევიდ იდენმა უბრალოდ არ ასახა ამ მანიფესტის სათაურად,რადგან ეს ციფრი წარმოადგენს კოდირებულ მისალმებას “Heil Hitler”,რამდენადაც ასო “H”,ლათინურ ანბანში რიგით მერვეა.ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო,”88 მცნება” ცივილიზებული სამყაროსათვის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ყოვლად მიუღებელია,შესაბამისად იგი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს ჩვენთვის.

“88 მცნების” ავტორი – დევიდ იდენ ლეინი