“წმინდა გალას მონასტრის ბიბლიოთეკა”
“წმინდა გალას მონასტრის ბიბლიოთეკა” - ინგლისურ ენაზე “Abbey library of Saint Gall”,წარმოადგენს შვეიცარიაში მდებარე ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ბიბლიოთეკას.იგი დაფუძნებულ იქნა წმინდა გალის სამონასტრო კომპლექსში,ამავე მონასტრის პირველი აბატის და წმინდანის – ოტმარ სანქტ გალენელის (690-759 წლები),მიერ VIII საუკუნის დასაწყისში.აღნიშნული მონასტერი შვეიცარიის ქალაქ სანქტ გალენში მდებარეობს (წმინდა გალას სააბატო) და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძველეს წიგნსაცავს ევროპაში,სადაც დაცულია როგორც უძველესი წიგნების ეგზემპლარები,ასევე უძველესი ხელნაწერებიც. (ავტორი გენია.ჯი) ბიბლიოთეკაში დაცულია 2 100-მდე ხელნაწერი,რომლებიც თარიღდებიან VII-VIII საუკუნეებით,მათ შორის ისეთი ხელნაწერი (მანუსკრიპტი),როგორიცაა “სიმღერა ნიბელუნგებზე” (ძველი გერმანული საგმირო ეპოსი).გარდა ამისა ამ უნიკალურ სამონასტრო ბიბლიოთეკაში დაცულია 1650 ინკუნაბულა. (ავტორი გენია.ჯი) სულ ბიბლიოთეკაში 160 000 წიგნის ეგზემპლარი ინახება.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “წმინდა გალას მონასტრის ბიბლიოთეკა”,არ გახლავთ დახურული დაწესებულება და იქ ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომია ესა თუ ის წიგნი.ბიბლიოთეკის მთავარი დარბაზი მოწყობილია “როკოკოს” სტილში.ბიბლიოთეკის ახალი სამკითხველო დარბაზი კი უფრო თანამედროვე სტილშია აგებული.1900 წლამდე გამოცემული წიგნების გაცემა,მხოლოდ სპეციალურ დარბაზშია შესაძლებელი,1900 წლის ზემოთ გამოცემული წიგნები კი მის მთავარ დარბაზში გაიცემა მკითხველზე.1983 წელს “წმინდა გალას სამონასტრო კომპლექსი”,ბიბლიოთეკითურთ,როგორც კულტურული,რელიგიური და უძველესი საგანმანათლებლო ცენტრი,”იუნესკომ” მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხასი შეიყვანა და მას შემდეგ სანტ-გალენში მდებარე უნიკალურ ბიბლიოთეკას “იუნესკო” იცავს”.ალბათ,ნებისმიერი წიგნის მოყვარული ადამიანისათვის,აღნიშნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობა დიდი პატივი იქნებოდა.