ზეინაბ ბოცვაძე

ზეინაბ ბოცვაძე - დაიბადა 1944 წლის 13 აგვისტოს,ქალაქ თბილისში.იგი წარმოადგენდა შესანიშნავ ქართველ მსახიობ ქალს,ქართული კინოსა და თეატრისა.ბავშვობა და შემდეგ მთელი ცხოვრება მთაწმინდაზე გაატარა.ბავშვობაში საკმაოდ ჯიუტი და თავნება ყოფილა და როგორც მისი და ცისანა ბოცვაძე შემდგომში იხსენებდა: “ხშირად გვეკარგებოდა სახლიდან და ხშირად მთაწმინდაზე ვპოულობდით,იმ დროს როდესაც იგი ყვავილებს კრეფდაო.ბუნებისადმი სიყვარულით ზეინაბი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომ წლებშიც ზეინაბი განწყობის ადამიანი გახლდათ,შეეძლო მისაღებ გამოცდებზეც კი არ წასულიყო,იმის გამო რომ იგი ასე მიიჩნევდა საჭიროდ”.სკოლაში კარგი სწავლითაც არ გამოირჩეოდა,მიუხედავად ამისა სამსახიობო ნიჭით იგი თავიდანვე გახლდათ დაჯილდოებული და ულამაზესი გარეგნობით გამორჩეულიც გახლდათ,რაც ქართველ კინორეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და პირველი როლი,ნანა მჭედლიძის მიერ გადაღებულ ქართულ ფილმში “ჩქარი მატარებელი”,1960 წელს ითამაშა.რასაც 1961 წელს,კიდევ ორ ფილმში “ერთი ცის ქვეშ” და “განძი”,თამაში მოყვა.მალევე ზეინაბი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი ხდება და ზეინაბი თეატრალური სცენის ვარსკვლავადაც უნდა ჩამოყალიბებულიყო,თუმცა ისევე როგორც პირად ცხოვრება,თეატრშიც კარიერა ვერ აეწყო,რიგი მიზეზების გამო.ამიტომ თეატრის სცენაზე ბევრი როლებიც არ შეუსრულებია.ზეინაბი განსაკუთრებული ღირსებებით დაჯილდოვებული ქალბატონი გახლდათ,რაც მისი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპიდან ნათლად ჩანს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ თეატრალური კარიერის კარგად ვერ აწყობისა,მან ქართულ კინოფილმებში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.ზეინაბმა ითამაშა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა: “პალიასტომი” (ფატი),”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”,”ბატონი ავანტურისტები”,”კედელი”,”იავნანა”,”მიმინო”,ნერგები” და სხვა ფილმებში.ტუმცა მისი კარიერის გვირგვინი გახლდათ,გენიალური ქართველი კინორეჟისორის თენგიზ აბულაძის,ბრწყინვალე შედევრი-ფილმი “მონანიება” (გადაღებული 1986 წელს),სადაც ზეინაბმა ქეთევან ბარათელის როლი,განუზომელი ტალანტით წარმოადგინა.მანამდე კი 1981 წელს ზეინაბ ბოცვაძეს მიენიჭა “საქართველოს დამსახურებული არტისტის” წოდება.ზეინაბმა 33 წლოვანი შემოქმედებითი პერიოდის მანძილზე,სულ 22 ფილმში მიიღო მონაწილეობა.მის მიერ ბოლო კინოროლი გახლდათ ლევანის დედა,გუგული მგელაძის მიერ 1994 წელს გადაღებულ ფილმში “ჩაკლული სული”.მიუხედავად ზეინაბის მთავარ როლებში იშვიათი თამაშისა,მისმა შესრულებულმა,ეპიზოდურმა სახეებმაც კი უდიდესი კვალი დატოვა ქართველი კინომოყვარულების გულებსი.ზეინაბ ბოცვაძე გარდაიცვალა 1994 წლის 6 ივლისს,ქალაქ თბილისში.

“მონანიება”

“ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”

“მიმინო”

“ბერნარდ ალბას სახლი”