ვახუშტი კოტეტიშვილი – “ჩვენ არყოფნიდან მოვედით”
ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ,ყოფნა რაც არი,
აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ-წყალი,უკან მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.