ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ძაღლი – “ბლონდი”
“ბლონდი” - წარმოადგენდა მესამე რაიხის რაიხსკანცლერის და ფაშისტური გერმანიის “ფიურერის” ადოლფ ჰიტლერის უსაყვარლეს ძაღლს (გერმანულ ავჩარკას),რომელიც 1941 წელს გერმანელმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ,ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა გავლენიანმა პერსონამ – მარტინ ბორმანმა აჩუქა თავის ფიურერს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ჰიტლერს სხვა ძაღლები,მათ შორის – ბელაც ჰყავდა,ბლონდის მიმართ მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა,რამაც იგი არა მარტო გერმანიაში,არამედ მსოფლიოში ცნობილ ძაღლადაც აქცია.მაშინ როდესაც ჰიტლერი სეირნობდა (რაც საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა),მისი ყურადღება მიმართული იყო ბლონდისადმი,რომლის გაწვრთნასაც განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობდა ჰიტლერი.აპორტირების რამდენიმე სავარჯიშოს შემდეგ,ძაღლს უნდა გაერბინა 20 სანტიმეტრი სიგანის და 8 მეტრის სიგრძის მორზე,რომელიც თავის მხრივ 2 მეტრი სიმაღლეზე იყო გადებული.რა თქმა უნდა ჰიტლერმა იცოდა,რომ ძაღლები თავის პატრონად მხოლოდ იმას სცნობენ,ვინც მათ აჭმევს. (ავტორი გენია.ჯი) ვიდრე ჰიტლერი მსახურს მითითებას მისცემდა ძაღლის სადგომი გაეღო,რამდენიმე წუთით სპეციალურად ყოვნდებოდა.ამ დროს ძაღლი ყეფასა და ყმუილს იწყებდა სიხარულისა და შიმშილისაგან და ვოლიერის კარს აწყდებოდა,რის შემდეგაც იგი მას ბლონდისათვის განკუთვნილი სპეციალური საკვებით კვებავდა.ბლონდს ჰიტლერის პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.როგორც ამბობენ,ადოლფისათვის ბლონდი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო,ვიდრე მისი უახლოესი თანამშრომლებიც კი.სხდომების ან სადილობის დროს,რაც ხშირად საათობით გრძელდებოდა,ჰიტლერი ძაღლს უბრძანებდა კუთხეში თავის საფენზე დაწოლილიყო,სადაც ბლონდი უკმაყოფილო ბურდღუნით მოიკუნტებოდა ხოლმე.თუ ძაღლი შეამჩნევდა,რომ არავინ აქცევდა ყურადღებას,თავისი პატრონის სკამისაკენ გაჩოჩდებოდა და რთული მანევრის ჩატარების შემდეგ,ბედავდა,თავი ჰიტლერის მუხლებზე დაედო.როგორც ამბობდნენ,ბლონდი ჰიტლერის შტაბ-ბინაში ერთადერტი სულიერი არსება იყო,რომელიც ჰიტლერს აფხიზლებდა.ადოლფ ჰიტლერი ბლონდს უმეტესწილად ყველგან დაატარებდა,სადაც იგი მიემგზავრებოდა,მათ შორის დასასვენებლადაც და მაშინაც კი არ მოუცილებია გვერდიდან,როდესაც რეიხსკანცელარიის ბუნკერში (1945 წლის აპრილი) უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბლონდი ძუ იყო და სწორედ ბუნკერში დაბადა ხუთი ლეკვი,რომელთა “მამადაც”,ცნობილი გერმანელი არქიტექტორის პაულ ტროოსის ავჩარკის ჯიშის ძაღლი – ხარასი მიიჩნეოდა.ჰიტლერმა ერთ-ერთ ლეკვს ვოლფი,ანუ მგელი დაარქვა,თავისი სახელის აღსანიშნავად (ადოლფი ანუ კეთილშობილი მგელი).მანამ,სანამ ჰიტლერი ევა ბრაუნთან ერთად სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა,მან ბრძანება მისცა პირად ექიმს ლუდვიგ შტუმფფეგერს,რომ ბლონდი მოეკლა. (ავტორი გენია.ჯი) მართლაც,ფიურერის უსაყვარლესი ძაღლი ბლონდი მოკლულ იქნა “ციანიდის” მოსაკვდინებელი ტაბლეტების მეშვეობით.როდესაც ბუნკერში საბჭოთა არმიის ჯარისკაცები შევიდნენ,სხვა დაღუპულებთან ერთად იხილეს ბლონდისა და მისი ლეკვის ვოლფის ცხედრები.დანარჩენი ოთხი ლეკვის ბედი კი დღემდე უცნობია.