“ტეისინტაი” – (თვითმკვლელი მოხალისეები)
“ტეისინტაი” - იაპონური თარგმანით,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “მოხალისეთა რაზმებს” და იგი წარმოადგენდა მოხალისე თვითმკვლელთა დაჯგუფებებს იაპონური შეიარაღებული ძალებისა,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1939-1945 წლებში.ტეისინტაის აღნიშნული რაზმები ჩამოყალიბებულ იქნა სამურაი ბადისოს შუასაუკუნეების მორალურ-რელიგიური,კოდექსის საფუძველზე.”ტეისინტაები” თავს სწირავდნენ საკუთარ სამშობლოსა და იმპერატორს. (ავტორი გენია.ჯი) დაღუპვის შემდგომ კი ეროვნული გმირები ხდებოდნენ და მათ სახელებს წმინდანებადაც კი რაცხდნენ.დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი უდიდეს პატივს მიაგებდნენ იაპონიაში.”ტეისინტაები” შიშის ზარს სცემდნენ მოწინააღმდეგეებს,რადგან ყველამ გაითავისა,რომ ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებიც ყველაზე ძვირფას – სიცოცხლეს სწირავდნენ,საკუთარი სამშობლოსათვის,ისე რომ თან ათეულობით და ასეულობით მოწინააღმდეგე მწყობრიდან გამოჰყავდათ. უმთავრესი დოგმა “ტეისინტაისა” გახლდათ თვითშეწირვა,მათზე რიცხობრივად აღმატებული მტრის განადგურებისათვის.აღსანიშნავია,რომ თავად “ტეისინტაი” იყოფოდა ხუთ კატეგორიად:
1. “კამიკაძე” (პილოტი-თვითმკვლელები) – რომლებიც ანადგურებდნენ საზღვაო,სატანკო,სარკინიგზო და სხვა სამიზნეებს,თვითმფრინავების გამოყენებით.
2. “პარაშუტისტი ტეისენტაები” – ანადგურებდნენ აეროპორტებს,თვითმფრინავებსა და საბრძოლო საწყობებს მოწინააღმდეგისა.
3. “სახმელეთო ტეისინტაები” – ანადგურებდნენ ტანკებს,არტილერიას და მოწინააღმდეგის არმიის ოფიცრებს.ასეთი ქვედანაყოფები “კვანტუნის არმიაში” ყველაზე დიდი რაოდენობით იყვნენ და ისინი ერთ მთლიან ბრიგადასაც კი შეადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თავად დივიზიებში კი ჩამოყალიბებული იყო თვითმკვლელ მებრძოლთა სპეციალური ბატალიონები.
4. “წყალზედა ტეისინტაები” – იაპონელები მოიხსენიებდნენ,როგორც “სინიო” და ისინი განეკუთვნებოდნენ იმ თვითმკვლელთა კატეგორიას,რომლებიც სწრაფმავალი კატერების მეშვეობით (რომლებზეც განლაგებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები),კურს იღებდნენ მოწინააღმდეგის გემებისაკენ და მათთან პირდაპირ შეჯახებას აწყობდნენ,რითაც მწყობრიდან გამოჰყავდათ მტრის ხომალდები.
5. “წყალქვეშა ტეისინტაები” – წარმოადგენდნენ მცირე ზომის წყალქვეშა ნავებზე (კარიუ და კორიუ) განთავსებულ თვითმკვლელებს,რომლების სამიზნეებიც გახლდათ მოწინააღმდეგის ხომალდები.გარდა ამისა წყალქვეშა ტეისინტაებს წარმოადგენდნენ “მყვინთავი-ამფეთქებლები”,რომელთაც “ფუკურიუს” ანუ “დრაკონის წარმატებას” უწოდებდნენ,რომლებიც წყალქვეშა ტორპედოებზე “კეიტანების” მეშვეობით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის საზღვაო ხომალდებს. (ავტორი გენია.ჯი)