“თომას სახარების” შესახებ…
“თომას სახარება” – ინგლისურ ენაზე “Gospel of Thomas”,წარმოადგენს ერთ-ერთ აპოკრიფს ახალი აღთქმისა,რომელიც წარმოდგენილია როგორც ლოგია (სიტყვა,მცნება,მოძღვრება),კითხვა-პასუხის ფორმით.მისი ფრაგმენტები (ბერძნულ ენაზე) აღმოჩენილ იქნა 1897 წელს,ეგვიპტეში მდებარე ქალაქის ოქსირინჰუსის არქეოლოგიური კვლევებისას.მისი სრულყოფილი ვერსია კი,დაწერილი კოპტურ ენაზე აღმოჩენილ იქნა 1945 წელს ეგვიპტის ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკაში. (ავტორი გენია.ჯი) “თომას სახარების” ავტორად მიჩნეულია წმინდა თომა მოციქული (დიდიმ იუდა თომა),ქალაქ პანეადადან.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ “თომას სახარება” ოფიციალურმა ეკლესიამ არ აღიარა,რასაც დიდი გაოცება არ გამოუწვევია,რადგან მასში მოცემული საკმაოდ ბევრი აზრი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ დოქტრინას.მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ამისა გახლდათ ის,რომ აღნიშნული სახარების მიხედვით ქალები ღირსნი არ არიან,რომ სული ცათა სასუფეველში დაიმკვიდრონ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მასში მითითებულია,რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ იქ მოხვედრა.ამის გაკეთება კი მხოლოდ ერთადერთი გზით ყოფილა შესაძლებელი და ისიც,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – “ქალები კაცებად უნდა გადაიქცნენ”.ასეთი შეუთავსებელი მოსაზრებების გამო ოფიციალურმა ეკლესიამ უარი განაცხადა მის აღიარებაზე… (ავტორი გენია.ჯი)
წმინდა თომა მოციქული