თენგიზ ბეგლარიშვილი – “სხვამ მოგვბაძოს”

სხვამ მოგვბაძოს,

ცოტა რამ გვაქვს განა კარგი! -

ჩუქურთმა გვაქვს, -

სულ ანაქარგ-ჩანაქარგი;

***

ნახეთ რა გვაქვს:

მორიდება,მოკრძალება…

დახვედრა გვაქვს, -

სტუმარს ულხინს მობრძანება;

***

რუსველი გვყავს,

თავს დაგვნათის მადლი მგოსნის…

ოდითგანვე ნამუსი გვწამს

მანდილოსნის;

***

სიმღერა გვაქვს, -

სულ ჩახლართულ-ჩახვეული…

კიდევ რა გვაქვს…

გული ცეცხლში გახვეული!

***

ვცეკვავთ ნაზად,

სხივი თვალში გვექარგება…

სხვას რომ ვბაძავთ, -

რაც ჩვენი გვაქვს,გვეკარგება!

***

ჩვენი ერი მისაბაძი ერია,

სხვას ის ჰბაძავს,

ვინც თვით არაფერია!