გლადიატორთა საზღვაო ბრძოლა – “ნავმახია”
“ნავმახია” – ინგლისურ ენაზე “Naumachia”,ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც “ნაუმახია”,ბერძნულ ენაზე აღნიშნავს – “საზღვაო ბრძოლას”.იგი წარმოადგენდა გლადიატორთა საზღვაო ბრძოლას ძველ რომში,რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მსხვერპლით გამოირჩეოდა.მოგვიანებით კი ამ სახელით მოიხსენიებდნენ ნებისმიერ შოუს,სადაც იმიტირებული გახლდათ საზღვაო ბრძოლები.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ აღნიშნული “სანახაობა” დიდ ინტერეს იწვევდა მოსახლეობაში და შესაბამისად მათ უამრავი ადამიანიც ესწრებოდა.ერთ-ერთი პირველი ყველაზე დიდი “ნავმახია” გამართულ იქნა ძველ რომში ჩვ.წ.აღ-მდე 46 წელს,იულიუს კეისრის ბრძანების საფუძველზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ბრძოლისათვის რომის ცენტრში ამოღებულ იქნა უზარმაზარი მოცულობის ორმო და ჩასხმული იქნა ასევე უზარმაზარი მოცულობის წყალი.ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა 16 გალერა და 2 000 გლადიატორი,სიკვდილმისჯილი და სამხედრო ტყვე.მოგვიანებით,კვლავ გაიმართა ძალიან დიდი მასშტაბების “ნავმახია”,სადაც რომის იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით,იმიტირებულ იქნა სალამინის ბრძოლა (ძვ.წ.აღ-ით 480 წელი) ბერძნებისა და სპარსელების ფლოტს შორის.მასში მონაწილეობას იღებდა 3 000 გლადიატორი და 24 საზღვაო-სამხედრო ხომალდი.ყველაზე მასშტაური “ნავმახია” გამართულ იქნა კიდევ უფრო გვიანდელ ეპოქაში და მასში მონაწილეობა მიიღო 20 000-მდე გლადიატორმა და 50 ხომალდმა.ამისათვის აგებულ იქნა სპეციალური ამფითეატრის სტილის უზარმაზარი ნაგებობა.რაც ამასთანავე საინტერესოა,არის ის,რომ ზოგიერთი წყაროს ცნობით,აღნიშნულ “ნავმახიას” 500 000 ადამიანი ადევნებდა თვალს.აქვე ცნობილია ისიც,რომ ამ საშინელი სასაკლაოს შემდეგ,ცოცხლად გადარჩენილ ყველა გლადიატორს (იმათ გარდა ვინც ბრძოლას თავი აარიდა) “თავისუფლება” აჩუქეს და გაუშვეს. (ავტორი გენია.ჯი) რომის იმპერიის დაცემის შემდგომ “ნავმახიები” ორგანიზებულ იქნა საფრანგეთის მეფის ანრი II-ეს მიერ 1550 წელს,ქალაქ რუანში და ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ ქალაქ მილანში 1807 წელს.მას შემდეგ,გლადიატორთა სისხლისმღვრელი საზღვაო ბრძოლა – “ნავმახია” წარსულს ჩაბარდა და ისტორიის საკუთრებად იქცა.