იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთში,ტანის საიმპერატორო დინასტიის მმართველობის ეპოქაში (618-907 წლები),ჩაით ვაჭრობა სახელმწიფო მონოპოლიად იყო გამოცხადებული და ნებისმიერ მემამულეს,რომელთაც ჩაი მოჰყავდათ,ვალდებული იყვნენ “საიმპერატორო ობლიგაციებზე” გაეცვალათ იგი სახელმწოფოსათვის.
2. გამოჩენილმა ამერიკელმა (წარმომავლობით რუსმა) მწერალმა ალექსანდრე ნაბოკოვმა,20-მდე სახეობის პეპელა აღმოაჩინა.ამასთანავე მას გააჩნდა შესანიშნავი 4 324 პეპლის ეგზემპლარისაგან შემდგარი კოლექცია,რომელიც ლოზანას უნივერსიტეტის,ზოოლოგიურ მუზეუმს უანდერძა.
3. ერთი საშუალო ზომის მქონე ხისაგან,170 000 ფანქრის დამზადებაა შესაძლებელი.
4. ყველაზე მკაცრი კანონები “ქრთამის აღებაზე”,დღემდე მოქმედებს კომუნისტურ ქვეყნებში – ჩინეთსა და კუბაზე.იქ აღნიშნულ დანაშაულზე სიკვდილით დასჯა მოქმედებს და ჩინეთში წელიწადში საშუალოდ ამ მუხლით გასამართლებულ 10 000-მდე ადამიანს სჯიან სიკვდილით. (ავტორი გენია.ჯი)
5. კორინთოში,ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში,ყალბი ფულის მასიური გავრცელების გამო,აღნიშნული რეგიონის ეკონომიკა განადგურების წინაშე აღმოჩნდა.როგორც ცნობილია,იმ პერიოდში კორინთოში მონეტები ვერცხლისა და ოქროსაგან მზადდებოდა.ყალბი ფულის დამამზადებლები კი ჩვეულებრივ რკინის მონეტებს ავლებდნენ ვერცხლისა და ოქროს წყალში,რომელთაც შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ავრცელებდნენ.
6. მიუხედავად იმისა,რომ ნიდერლანდებში ოფიციალურადაა ლეგალიზებული მარიხუანას მოხმარება,ეს ქვეყანა მისი მომხმარებლების რაოდენობით,ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს ევროპაში.
7. როგორც ცნობილია,”მარილის” გადამეტებულად მირთმევა, სასიკვდილო შედეგის მომტანია.მედიკოსთა მტკიცებით,საშუალოდ 80 კილოგრამის მქონე ადამიანისათვის მარილის 4 კილოგრამიანი დოზის მიღება სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
8. ავტომობილებით ყველაზე გადატვირთულ გზებად,მსოფლიოში მოჩნეულია ლუქსემბურგი.ამ ქვეყანაში ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 570 ავტომობილი მოდის და რაც ყველაზე მთავარია,ფაქტიურად ამ ქვეყნის გზებზე არასოდეს ხდება საცობები. (ავტორი გენია.ჯი)
9. ყველაზე გრძელი საავტომობილო საცობი მსოფლიოში,დაფიქსირებულ იქნა 1960 წელს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.საცობის სიგრძე 200 კილომეტრს შეადგენდა.მეორე ადგილს,1993 წელს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაფიქსირებული 180 კილომეტრი სიგრძის საცობი იკავებს.
10. მსოფლიოში ქაღალდის წარმოების ხუთი ლიდერი ქვეყანაა: ამერიკა,კანადა,იაპონია,შვედეთი და ფინეთი.ამ ქვეყნებში ქაღალდის, მსოფლიო სრული მოცულობის 85% იწარმოება.