“ნაბობი”
“ნაბობი” - ინგლისურ ენაზე “Nabob”,ურდუს ენაზე “ნაიბი” (არ უნდა აგვერიოს შუა საუკუნეების ისლამურ სახელმწიფოებში პროვინციების მმართველებთან),წარმოადგენდა მმართველთა ტიტულს აღმოსავლეთ ინდოეთის პროვინციებისა,რომლებიც თავის მხრივ შედიოდნენ დიდ მოგოლთა იმპერიის შემადგენლობაში (1526-1858 წლები).მოგვიანებით,დიდ მოგოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ,აღნიშნულ ტიტულს ატარებდა ის მმართველები ინდოეთის პროვინციებისა,რომლებიც ბრიტანული იმპერიის “მორჩილებაში” აღმოჩნდნენ და ერთგვარ ვასალებს წარმოადგენდნენ დიდი ბრიტანეთის იმპერიისა.გარდა ამისა მე-XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან,”ნაბობიდ” ინგლისსა და საფრანგეთში მოიხსენიებდნენ იმ პიროვნებებს რომლებიც გამდიდრებული ბრუნდებოდნენ ინდოეთიდან. (ავტორი გენია.ჯი) მათ კი “ირონიით” ოსტ-ინდოეთის კომპანიის უმაღლეს მოსამსახურეებად მოიხსენიებდნენ.ამასთანავე მოგვიანებით ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ მფლანგველ და ექსტრავაგანტული ცხოვრების წესით გამორჩეულ ადამიანებსაც.თუ კი ევროპულ ქვეყნებში აღნიშნული ტიტული ირონიის შემცველად იქცა,ინდოეთში “ნაბობი” საკმაოდ საპატიო ტიტული გახლდათ და ამ ტიტულით მდიდარ ინდუსს მოქალაქეებს მოიხსენიებდნენ.