წითელკუდა იაკამარა
წითელკუდა იაკამარა - წარმოადგენს მგალობელ ფრინველს იაკამარესებრთა სახეობის,კოდალასებრთა ოჯახისა.მათი გავრცელების ძირითადი არეალებია მექსიკის ტყეები,ასევე ცენტრალური ამერიკის ტროპიკებიდან სამხრეთ ამერიკის ტროპიკებამდე ტერიტორიები,ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით.მათი სიგრძე 23 სანტიმეტრიდან – 28 სანტიმეტრამდეა.წითელკუდა იაკამარა გამოირჩევა ღია შეფერილობის ფერებით. (ავტორი გენია.ჯი) კუდის შეფერილობა სახელწოდებიდან გამომდინარეც ალბათ მიხვედრადია,რადგან იგი წითელი ფერისაა.ფერთა გამის მრავალფეროვნებით,ძირითადად ზრდასრული იაკამარები გამოირჩევიან.ბარტყების შეფერილობა კი ბევრად ერთფეროვანია.იკვებებიან მწერებით,ასევე აღსანიშნავია ისიც,რომ თუ კი მწერი მოზრდილი ზომისაა,იაკამარა მას თავისივე მასიური ნისკარტის მეშვეობით კლავს.ბუდეების ასაგებად მიწას იყენებენ.ბარტყების გამოჩეკის პერიოდში კვერცხზე დედალ-მამალი მონაცვლეობით ჯდება და პატარებს 3 კვირის მანძილზე,მანამ კვებავენ,სანამ მათ ფრენას არ შეასწავლიან. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომში,იაკამარას ბარტყები დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და თავად მოიპოვებენ სარჩო-საბადებელს.