თომას რობერტ დიუარის მოსაზრებები…

1. არასოდეს დააღოთ პირი სიტყვის სათქმელად მანამ,სანამ არ დარწმუნდებით იმაში,რომ თქვენი ტვინი სწორად მუშაობს.

2. ჩვენი სამყარო სავსეა ცოდვით და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ ამ ქვეყნიდან წასვლა არავის სურს.

3. შენ შესაძლოა საკუთარი შვილი საუკეთესო კოლეჯში მიავლინო სასწავლებლად,თუმცა უნდა გახსოვდეს,რომ საუკეთესო თვისებებს იგი მხოლოდ საკუთარ ოჯახში გამოიმუშავებს. (ავტორი გენია.ჯი)

4. “ცხოვრება” – ისეთ ცალმხრივ გზას მაგონებს,რომელზეც მობრუნება და საწინააღმდეგო სვლა ყოველმხრივ შეუძლებელია.

5. ფილოსოფოსია ის ადამიანი,რომელსაც შესწევს უნარი უყურებდეს ცარიელ ჭიქას და იღიმებოდეს.