ლინ-ჩი – “ეპიზოდი”
ბუდისტური ტრადიციის,მაჰაიანას ერთ-ერთი მიმდინარეობის – “ძენის”,სასულიერო პირი და სიბრძნით გამორჩეული ჩინელი ოსტატი -ლინ-ჩი,ერთ დილით ტაძრის წინ იდგა,როდესაც მის ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი ქვაზე დაჯდა და თვალებდახუჭული რამდენიმე ხნის მანძილზე,”გაქვავებულ” მდგომარეობაში იმყოფებოდა.როგორც შემდგომ გაირკვა,ამ მეთოდით ახალგაზრდა კაცი ცდილობდა ლინ-ჩის ყურადღების მიპყრობას და მასზე შთაბეჭდილების შექმნას,რათა იგი დიდ ბრძენს თავის ერთ-ერთ მოსწავლედ აეყვანა.
რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ ლინ-ჩი ახალგაზრდასთან მივიდა და როდესაც მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი გაიგო,მიმართა:
” – ადექი და წადი! ჩენს ტაძარში უამრავი ქანდაკებაა და იგი კიდევ ერთ ქანდაკებას აღარ საჭიროებს”.(ავტორი გენია.ჯი)
ლინ-ჩისაგან ასეთი პასუხით გაოგნებულმა და გაბრაზებულმა ახალგაზრდამ,მას ზურგი აქცია,რა დროსაც ბრძენმა ის შეაჩერა და მას რჩევაც მისცა:
” – იმისათვის რომ იყო რაიმე მიზნის პრეტენდენტი,არ არის საჭირო იქცე ქანდაკებად – იყავი ცოცხალი! გაითვალისწინე,რომ “უშუალობა” ყოველივე ამის აუცილებლი ატრიბუტია!” (ავტორი გენია.ჯი)