ფოსტენ I-ის “მოღვაწეობიდან”
ფოსტენ-ელი სულუკი - დაიბადა 1782 წლის 15 აგვისტოს პტი-ოგავში (ჰაიტი.იმ პერიოდის საფრანგეთის კოლონია სან-დომინგოსი).იგი წარმოადგენდა ცნობილ ჰაიტელ სახელმწიფო,პოლიტიკურ და სამხედრო მოხელეს,რომელიც ჰაიტის ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო გადატრიალების გზით და 1847 წელს დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი.
1849 წელს კი აცხადებს ჰაიტის რესპუბლიკას – იმპერიად და ხდება ამ ქვეყნის იმპერატორი სახელით - ფოსტენ I.წარმომავლობით ფოსტენის დედ-მამა,აფრიკული ტომის მანდინკას ტომიდან გახლდნენ და ისინი კუნძულზე ფრანგების მიერ,შავკანიანი მონების სტატუსით იყვნენ ჩაყვანილნი.1843 წელს,ჰაიტის პრეზიდენტის ჟან-პიერ ბოიერის რეჟიმის დამხობის შემდეგ,ფოსტენი მონაწილეობას იღებდა ჰაიტის სამოქალაქო ომში.1847 წელს,მას შემდეგ რაც გარდაიცვალა ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-ბატისტ რიშე,მის მემკვიდრედ დასახელებულ იქნა სულუკი,რადგან შავკანიანი მოსახლეობა ფიქრობდა,რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეწყდებოდა შავკანიანი და ფერადკანიანი მოსახლეობის დევნა.1848 წელს მან მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარა თავი და მმართველობა უმკაცრესი მართვის მეთოდებით დაიწყო.შესაბამისად იგი ავტორიტატული რეჟიმის უმთავრეს ვერტიკალადაც ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) მანვე მიიმხრო ყველა მაღალჩინოსანი გენერალი და მათი მეშვეობით დაიწყო უმკაცრესი რეპრესიები.ამ მოვლენას კი გენერალთა უდიდესი უფლებამოსილებების გაზრდა მოყვა და უკმაყოფილო მოსახლეობას სადამსჯელო ოპერაციებით ატერორებდნენ.1849 წლის 26 აგვისტოს,ფოსტენი ოფიციალურად აცხადებს ჰაიტის იმპერიას და თავად ხდება იმპერატორი სახელით – ფოსტენ I. 1852 წლის 26 აგვისტოს კი იგი ჰაიტის საიმპერატორო ტახტზე იქნა ოფიციალურად კორონიზებული.მან კორონიზაციის ცერემონიისათვის მაქსიმალურად გამოიყენა ნაპოლოენური კორონიზაციის მეთოდი,რის გამოც საფრანგეთიდან სპეციალურად მოიწვია ამ საქმის ოსტატები.მიუხედავად იმისა,რომ მან თავი იმპერატორად წარმოაჩინა,მთელი მსოფლიოსათვის დასაცინ ობიექტად იქნა.მის მმართველობას ხშირად “ცირკად”,მოიხსენიებდნენ და ირონიულად თვლიდნენ,რომ ფოსტენმა ჩამოაყალიბა “მეორე საფრანგეთის იმპერია”.აღსანიშნავია ისიც,რომ იგი ძალიან ბაძავდა საფრანგეთის იმპერატორებს (განსაკუთრებით ნაპოლეონ ბანაპარტის) ქცევებითა და მართვის მხრივ.თუმცა ამ მეთოდებით კიდევ უფრო ირთულებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ურთიერთობებს.1851 წლის 2 დეკემბერს,მაშინ როდესაც საფრანგეთში ვითარდებოდა სახელმწიფო გადატრიალება,რომელმაც გამოიწვია საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის დამხობა),ხალხი რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ სამეფო ხელისუფლების რესტავრაციისა,ქუჩაში სკანდირებდნენ ჰაიტის იმპერატორის ფოსტენის საწინააღმდეგო ლოზუნგებს: “ძირს სულუკი! ძირს მოღალატე!”.ფაქტიურად სიტყვა “სულუკი”,სიტყვა-სიტყვით ასოცირდებოდა – ბრაბაროსობასთან,დიქტატურასთან და დესპოტიზმთან.ამ მიზეზთა გამო ფოსტენ I,ხშირი პერსონაჟი გახდა ფრანგი კარიკატურისტებისათვის და მას ძალიან ხშირად გამოსახავდნენ,ისეთი ცნობილი ფრანგი კარიკატურისტები,როგორებიც იყვნენ – ნადარა და ონორე დომიე. (ავტორი გენია.ჯი) ფოსტენის მმართველობის პერიოდებში ქვეყანაში უამრავი პლაკატი იყო გამოფენილი ქუჩებში,რომლებზეც გამოსახული იყო “წმინდა მარიამის ხატთან” მუხლმოდრეკილი და მლოცველი ფოსტენ I. 1859 წელს,სამხედრო გადატრიალების შედეგად იგი ტახტიდან იქნა ჩამოგდებული,რის შემდეგაც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.მოგვიანებით ფოსტენ-ელი სულუკი სამშობლოში დაბრუნდა,სადაც გარდაიცვალა კიდეც 1867 წლის 3 აგვისტოს.