“სათევზაო ანკესის” ისტორიიდან…

“სათევზაო ანკესი” - ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია მეთევზეთათვის და იგი წარმოადგენს უმთავრეს ნაწილს სათევზაო კომპლექტისა.2005 წელს,მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჟურნალის “Forbes”-ის მიერ – სათევზაო ანკესი,შეტანილ იქნა იმ ნუსხაში,რომელშიც აღწერილია კაცობრიობის მიერ ისტორიის მანძილზე შექმნილი და გამოგონებული 20 საუკეთესო (აუცილებელი) ინსტრუმენტი.როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ,სათევზაო ანკესი გამოგონებულ უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ 30-40 ათასი წლის წინათ და მათ ამზადებდნენ იმ პერიოდისათვის ცნობილი სხვადასხვა მდგრადი მასალისაგან. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ზემოთ აღნიშნული ასაკის მქონე სათევზაო ანკესი დღემდე არ აღმოუჩენიათ და ის მხოლოდ მეცნიერთა მიერ გამოთქმულ ჰიპოთეზას წარმოადგენს.რეალობაში,უმეტესობა აღმოჩენილი უძველესი ანკესებისა,განეკუთვნება პალეოლითური ხანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ არტეფაქტებს (ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდი).განსაკუთრებით უძველესები კი თარიღდებიან გვიანი პალეოლითის ხანის დროინდელი ნიმუშებით და ისინი აღმოჩენილ იქნა,თანამედროვე ჩეხეთის,ეგვიპტისა და პალესტინის ტერიტორიებზე,მათი ასაკი კი 9000 წელიწადს აღემატება.განსაკუთრებით მდიდარი აღმოჩენა,უძველესი სამუშაო,სანადირო და სათევზაო ხელსაწყოებისა დაფიქსირდა ნორვეგიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და მათი ასაკი 7 ათასი წლიდან – 8 ათას წლამდე მერყეობს.შესაბამისად ცნობილი ხდება,რომ უძველესი ადამიანები,მათ შორის ნორვეგიაში მაცხოვრებელი საამები სხვა აუცილებელ საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად,ხმარობდნენ სათევზაო ანკესებსაც. (ავტორი გენია.ჯი) უძველესი სათევზაო ანკესები,იმ ეპოქებში მზადდებოდა: ხისგან,ძვლისაგან,ქვისაგან; მოგვიანებით კი დაიწყეს მისი სხვადასხვა მეტალისაგან დამზადებაც.აღსანიშნავია ისიც,რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღმოჩენილი უძველესი სათევზაო ანკესები ფორმებითა და სხვა თავისებურებებით ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.