“დანტეს აკლდამა”

“დანტეს აკლდამა” - იტალიურ ენაზე “Tomba di Dante”,წარმოადგენს მავზოლეუმს გენიალური იტალიელი პოეტის,იტალიური ლიტერატურული ენის ფუძემდებლის და უკვდავი “ღვთაებრივი კომედიის” ავტორის -დანტე ალიგიერის (1265-1321 წლები).იგი აგებულ იქნა 1780 წელს,არქიტექტორ კამილო მორიჯას მიერ,კარდინალ ლუიჯი ვალენტი-გონზაგას შეკვეთის საფუძველზე,იმ ქალაქში (რავენაში),სადაც 1321 წლის 14 სექტემბერს,მალარიის შედეგად აღესრულა უდიდესი იტალიელი პოეტი დანტე ალიგიერი. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალების შემდგომ დანტე დაკრძალულ იქნა ქალაქ რავენას სან-ფრანჩესკოს სახელობის ტაძარში.ერთ-ერთი გავლენიანი რავენელი დიდებული – გვიდო ნოველა და პოლენტა,რომელიც დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ დანტეს შემოქმედებისა,გამოთქვამდა სურვილს აეგო აკლდამა დანტესათვის,თუმცა მან აღნიშნული პროექტი,რიგი პრობლემების გამო ვერ განახორციელა.1483 წელს,ქალაქ რავენას ხელმძღვანელის ბერნარდო ბემბოს შეკვეთით,მოქანდაკე პიეტრო ლომბარდის მიერ დახატულ იქნა დანტეს პორტრეტი,რომელიც დღევანდლამდეა შემორჩენილი.1519 წელს,გენიალური შემოქმედის – მიქელანჯელოს თხოვნის საფუძველზე,რომის პაპის ლეო X-ის მიმართ,დანტეს ცხედარი გადასვენებულ იქნა მშობლიურ ფლორენციაში,თუმცა მაშინ როდესაც დანტეს სასახლე ჩატანილ იქნა ფლორენციაში,აღმოჩნდა,რომ კუბო ცარიელი იყო.როგორც შემდგომ გაირკვა,ფრანცისკანელმა ბერებმა,რომელთაც არ სურდათ დანტეს ნეშტის გადატანა ფლორენციაში,იგი ამოიღეს სასახლიდან და დაკრძალეს საიდუმლო ადგილას.დანტეს ცხედარი აღმოჩენილ იქნა 1865 წელს,სან-ფრანცისკოს ტაძრის რესტავრაციის დროს ხის კუბოში,რომელზეც გამოსახული იყო ეპიტაფია ანტონიო სანტისა.მეორე მსოფლიო ომის დროს დანტეს ნეშტი კვლავ გადამალულ იქნა,რათა დაბომბვებს არ გაენადგურებინათ მისი საძვალე.საბოლოოდ დანტეს უკანასკნელმა განსასვენებელმა კვლავ რავენაში “დანტეს აკლდამაში” დაიდო ბინა.დანტე ალიგიერის მარმარილოს მავზოლეუმზე დატანილია დანტეს ბარელიეფი.გარდა ამისა მასზე დადგმულია ბრინჯაოს გვრიგვინი,ხოლო აკლდამის გუმბათს ამშვენებს 1965 წელს,დანტეს 700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული მოოქროვილი ჯვარი,რომელიც რომის პაპის პავლე VI-ის ინიციატივით იქნა აღმართული. (ავტორი გენია.ჯი) მავზოლეულში ანთია ჩაუქრობელი კანდელი,რომლისთვისაც ზეთი,სპეციალურად დანტეს მშობლიური ქალაქიდან – ფლორენციიდან იგზავნება ყოველი წლის სექტემბრის თვეში (ეს გახლავთ პერიოდი რავენაში,რომელსაც “დანტეს თვედ” მოიხსენიებენ).”დანტეს მავზოლეუმის” მარჯვენა მხარეს განთავსებულია მისივე სახელობის მუზეუმი,რომელიც დაარსებულ იქნა 1921 წელს.აღნიშნული მავზოლეუმი ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობად მიიჩნევა იტალიურ ქალაქში – რავენაში და არასოდეს აკლია მნახველი.