“სარმიზეგეტუზა”
“სარმიზეგეტუზა” - წარმოადგენდა უმთავრესს სამხედრო,რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრს დაკიისა (რომაელთა დაპყრობამდე,ფაქტიური დედაქალაქი დამოუკიდებელი დაკიისა).ამასთანავე გახლდათ რეზიდენცია დაკიელი მეფეებისა,მათ შორის უკანასკნელი დაკიელი მეფის – დეცებალისა (49-106 წლები).“სარმიზეგეტუზა” წარმოადგენდა ერთ-ერთ თავდაცვით ზღუდეს დეცებალის თავდაცვითი კომპლექსისა და მდებარეობდა ორეშტიეს მთებში,გრედიშტა-მუნჩელულუის ქედზე (ტრანსილვანიის სამხრეთ-დასავლეთით).აგებული იყო ზღვის დონიდან 1 200 მეტრ სიმაღლეზე და ქმნიდა ძლიერ თავდაცვით ზღუდეს დაკიის სამეფოსათვის.შესაბამისად “სარმიზეგეტუზა” წარმოადგენდა უმთავრესს სტრატეგიულ ცენტრს,შემდგარს ექვსი ციხე-სიმაგრით.მისი ფორმა ოთხკუთხა იყო და აგებული გახლდათ მასიური ქვის ლოდებით.საერთო ჯამში,ფართობით 30 000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ იგი უმთავრესი სტრატეგიული ცენტრი იყო,ამასთანავე წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ცენტრსაც,რადგან მასში განთავსებული იყო დაკიელთა წმინდა სალოცავი.მოგვიანებით “სარმიზეგეტუზის” გალავნის ირგვლივ (გარეთა ნაწილი) ჩამოყალიბდა ადგილობრივთა მცირე დასახლებები.საფრთხის დროს ისინი ციხე-სიმაგრეს აფარებდნენ თავს.გადამწყვეტი ბრძოლა,რომელმაც მისი განადგურება და ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია,გახლდათ 106 წლის ბრძოლა “სარმიზეგეტიზისათვის”.რომის იმპერატორ ტრაიანეს მიერ დაკების დამორჩილების შემდგომ “სარმიზეგეტუზადან” 50 კილომეტრის მოცილებით აგებულ იქნა ახალი დედაქალაქი რომის პროვინციის დაკიისა,სახელწოდებით ტრაიანეს ულპია,რომელმაც აირსება 106 წლიდან 271 წლამდე. (ავტორი გენია.ჯი) “სარმიზეგეტუზზე” ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენები,ცხადყოფენ იმ დროინდელი დაკების კულტურული,რელიგიური და ისტორიული ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა ნიშან-თვისებას,რის გამოც 1999 წელს,მსოფლიო ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის “იუნესკოს” მიერ,შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში და დღემდე თანამედროვე რუმინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული და კულტურული ღირებულების ძეგლადაც არის მიჩნეული.